უახლესი ამბები
- 26.03.2025 12:36კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის მახათას მთის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
- 26.03.2025 12:29მიხეილ სააკაშვილი ფსიქიკურად ავადმყოფია, დღესაც საშიშია, არათუ მაშინ - მიხეილ ქარელი
- 26.03.2025 12:22ყველას ვუსვამდი კითხვას, ვინ გასცა კოდორის ხეობიდან ჯარის გამოყვანის ბრძანება, კომისიის დასკვნაში ასახულია, რომ ბრძანება გასცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა - პაატა დავითაია
- 26.03.2025 12:09GCCA-იმ „ვოლტ ჯორჯიას“ უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა
არქივი
მოზაიკა

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო
"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილ მაყურებელს.
მისმა პირველმა სოლო კონცერტმა საქართველოში სრული ანშლაგით ჩაიარა და 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მომღერალმა როგორც ახალი, ისე კარგად ნაცნობი და ქართველი მსმენელისათვის საყვარელი ჰიტები შეასრულა, მათ შორის: " Liberta", "Felicita", "Sharasan".
დიდ საკონცერტო დარბაზში რამდენიმე მუსიკალური კომპოზიციით წარდგნენ მისი შვილებიც: იანო და ჟასმინ კარიზები.
მომღერლისათვის, რომელიც უტყუარ ხმას, ფართო დიაპაზონსა და სრულყოფილ ინტონაციას 80 წლის ასაკშიც ინარჩუნებს, ქართველმა მაყურებელმა ოვაციები არ დაიშურა. მანაც, მადლიერების ნიშნად, დამსწრეთა წინაშე რამდენჯერმე მუხლი მოიდრიკა.
"სიმღერა წამალივითაა. რაც მეტს ვიმღერებთ, მით უფრო კარგად ვიქნებით, როგორც - მე", - ურჩია ალ ბანომ თავის თაყვანისმცემლებს.
არაერთი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით, ამავე ფონდის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ესტუმრა. კონცერტიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს მოხმარდება.
ფონდის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ესაკიამ აწ გარდაცვლილი ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ტოტო კუტუნიოს ხსოვნის პატივსაცემად ცნობილი იტალიური სიმღერა ალ ბანოსთან ერთად შეასრულა. ღონისძიების დასასრულს ალ ბანომ აღნიშნა, რომ საქართველოდან სიყვარულით სავსე გული მიაქვს. ქართველებს კი დაჰპირდა, რომ აქ ოსკაროსანი იტალიელი მსახიობისა და რეჟისორის, რობერტო ბენინის ჩამოყვანას შეუწყობს ხელს.
"ხვალვე დავურეკავ რობერტო ბენინის და ვეტყვი, რომ საქართველოში ჩამოვიდეს", - განაცხადა დიდმა მაესტრომ.

Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას ავრცელებს
14 თებერვალი, 2025 , 11:14
საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული გახდა
18 ნოემბერი, 2024 , 08:39

ქართველი ლეგენდები „მილანის’ ლეგენდებმა დაამარცხეს
23 სექტემბერი, 2024 , 08:02
`დიასპორები იერუსალიმისკენ` - ისრაელის წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე
9 სექტემბერი, 2024 , 15:35

თბილისი რიგით 27-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს
23 მაისი, 2024 , 15:54

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია
1 თებერვალი, 2024 , 15:01