უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

29 დეკემბერი, 2017 16:25
font-size

საქართველოდან უკვე ექსპორტირებულია 21 000 ტონამდე მანდარინი

29 დეკემბრის მდგომარეობით, აჭარის რეგიონიდან რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, პოლონეთის, ყატარის და ბელარუსის მიმართულებებით უკვე ექსპორტირებულია 21 000 ტონამდე სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, უკვე მიღებული და გადამუშავებულია 7 700 ტონა.

გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების, საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით, მიმდინარე წლის სეზონზე ციტრუსის მიმღებ-შემფუთავი 30-მდე საწარმო და არასტანდარტული ციტრუსის 2 საკონსერვო ქარხანა ფუნქციონირებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 30 000 ტონაზე მეტს შეადგენს. საწარმოებში ხდება მანდარინის დაკალიბრება, პარაფინირება, პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება. ადგილობრივი სიმძლავრეებით შესაძლებელია 40 000 ცალი საექსპორტო ყუთის მომზადება. რეგიონში არსებული სამაცივრე დანადგარებით შესაძლებელია 7000 ტონამდე ციტრუსის შენახვა. ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოები სეზონზე ღებულობენ და კონცენტრატის სახით ამუშავებენ 15000 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს.

სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს საკოორდინაციო შტაბი. კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას გასცემს.

ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

23 ოქტომბერი, 2020 , 11:05

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიაში „ციფრული ევროპა

გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე - ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება

20 ოქტომბერი, 2020 , 17:15

სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას გა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი დოლარი გაყიდა

19 ოქტომბერი, 2020 , 17:40

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. "2020 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გა

პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა - „საქსტატი“

19 ოქტომბერი, 2020 , 12:35

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება

14 ოქტომბერი, 2020 , 14:25

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება, - ასეთია განახლებული პროგნოზი, რომელიც ასახულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლო

საქართველოს ეკონომიკა თანდათან პოზიტიურ განვითარებას უბრუნდება - ნათია თურნავა

13 ოქტომბერი, 2020 , 16:55

საქართველოს ეკონომიკა თანდათან უბრუნდება პოზიტიურ განვითარებას. გამოქვეყნდა სექტემბრის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი სექტემბერში 8.6 პროცენტით გაიზარდა. პარალელურად, იმპორტი შ