უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

11 მარტი, 2022 12:10
font-size

ძალიან ცოტა ქვეყანა თუ ხვდება რუსეთის აგრესიის პოტენციურ შედეგს ისე კარგად, როგორც საქართველო - ნედ პრაისი

ძალიან ცოტა ქვეყანა თუ ხვდება რუსეთის აგრესიის პოტენციურ შედეგს ისე კარგად, როგორც საქართველო. საქართველო არის ქვეყანა, სადაც 2008 წელს რუსული ძალები შეიჭრნენ, ბევრი ქართველი დღემდე ინახავს ამ მწარე მოგონებებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ბევრი ქართველი, მათ შორის მთავრობაში და მოქალაქეებიც, სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ კოლეგებს. რაც ჩვენ ვიხილეთ გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, არის სააერთაშორისო საზოგადოების საოცარი და ხშირ შემთხვევაში, მოულოდნელი ერთიანობა. ამის საუკეთესო მაგალითი არის ის, რაც მოხდა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, როდესაც 141 სახელმწიფო ერთად დადგა და დაგმო ეს არაპროვოცირებული, გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ და მოითხოვა მისი დასრულება. 141 შეიძლება იყოს უბრალო ციფრი, მაგრამ ამ რაოდენობის სახელმწიფოების ერთობა ძალიან იშვიათია.

2014 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა და დაიპყრო უკრაინა, 100 ქვეყანა შეუერთდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელშიც ეს ქმედება იყო დაგმობილი. 2016 წელს, როდესაც რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს სირიის ქალაქი ალეპო, ეს ქმედება 122 სახელმწიფომ დაგმო. ის, რომ 141 ქვეყანა, მსოფლიო გმობს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ჩვენი ხმა ერთიანია“,- განაცხადა ნედ პრაისმა.

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო - ჯო ბაიდენი

22 თებერვალი, 2024 , 12:29

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს "გიჟი, ნაბიჭვარი" უწოდა. როგორც  The Hill იტყობინება , შესაბამისი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა სან-ფრანცისკოში საარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა.  

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი