უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

21 სექტემბერი, 2020 17:40
font-size

საქართველომ არ დართო ნება თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღი გადაეტანათ - ილჰამ ალიევი

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველომ არ დართო ნება თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღი გადაეტანათ“, – აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და საქართველოს ხელისუფლებას ამისათვის მადლობას უხდის.

მისი თქმით, სწორედ ამის გამოა, რომ ახლა სომხეთში იარაღი სატრანსპორტო თვითმფრინავებს კასპიისპირა ქვეყნების ტერიტორიების გავლითა და საჰაერო გზით ჩააქვთ.

საუბარია მიმდინარე წლის ივლისში ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს სერბეთმა სომხეთში იარაღი საქართველოს ტერიტორიის გავლით შეიტანა.

„საქართველო მოიქცა როგორც საიმედო პარტნიორი. მინდა, ამისთვის, გამოვხატო ჩემი მადლიერება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების სახით, ჩვენ ვხედავთ საიმედო პარტნიორსა და მეგობარს“, – აცხადებს ილჰამ ალიევი.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ყოველდღიურად სულ უფრო მეტ მტკიცდება მთავრობათაშორისი კავშირები. ხორციელდება მრავალი პროექტი. უახლოეს მომავალში კი, დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

ილჰამ ალიევი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს აკავშირებთ როგორც ისტორიული კავშირები, ასევე საერთო ინტერესები. მისივე თქმით, დღეისთვის არსებული, განვითარებადი თანამშრომლობა კი, ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესებს ემსახურება და რომ ორი ქვეყნის მთავრობა ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტზეა.

„აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს გვერდითა. არ მინდა ახლა ჩამოვთვალო ეს ისტორიული ფაქტები. თუმცა, აზერბაიჯანი ყოველთვის უჭერს მხარს საქართველოში განვითარებას, კეთილდღეობას, სტაბილურობას“,- აცხადებს ალიევი.

გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შავი ზღვის ფართო რეგიონსა და ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის შექმნაში - გიორგი გახარია

23 ოქტომბერი, 2020 , 15:10

გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შავი ზღვის ფართო რეგიონსა და ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის შექმნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ &ld

სომხეთი: კორონავირუსის 2 306 ახალი შემთხვევა 10 გარდაცვლილი პაციენტი

22 ოქტომბერი, 2020 , 12:55

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 306 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი კი გარდაიცვალა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სომხეთში აღრიცხულია ინფიცირების 70 836 შემთხვევა. მათ შორის 1

საქართველო და უკრაინა ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან – იენს სტოლტენბერგი

21 ოქტომბერი, 2020 , 16:45

საქართველო და უკრაინა ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან – ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ნატო-სთვის პარტნიორობა ძალიან მ

დავით გარეჯთან პირდაპირ ქედზე გამოატარეს საზღვარი, მაშინ როდესაც, ქედის ქვევით - დაახლოებით 500 მეტრში უნდა გამოეტარებინათ - ირაკლი ღარიბაშილი

16 ოქტომბერი, 2020 , 13:15

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე დაკავშირებულ კარტოგრაფიული რუკების საკითხზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნამდვ

სომხეთი: კორონავირუსის 1 371 ახალი შემთხვევა, 7 გარდაცვლილი პაციენტი

15 ოქტომბერი, 2020 , 11:25

სომხეთში კოვიდინცირებულთა ოდენობამ 60 ათასს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში 1371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში კი, 15 ოქტომბრის მონაცემებით, ეპიდემიას ქვეყანაში 1046 ა

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

15 ოქტომბერი, 2020 , 11:00

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევასა და საარტილერიო დაბომბვის განახლებაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო დღეს დილიდან სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების