უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 მარტი, 2018 13:00
font-size

საქართველომ მიიღო კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლითაც ყალიბდება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა - ირაკლი კობახიძე

დეცენტრალიზაცია არის დემოკრატიული და ეფექტიანი მმართველობის სისტემის ფორმირების ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სადაც “თვითმმართველობის რეფორმის” პრეზენტაცია მიმდინარეობს.

კობახიძის თქმით, იმას, რომ მმართველობის სისტემა ბოლომდე იყოს გამართული, ესაჭიროება რამდენიმე ძირითადი პირობის შესრულება.

„ერთ-ერთი პირობა ჩვენ უკვე შევასრულეთ - საქართველომ მიიღო კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლითაც ყალიბდება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ეს სისტემა ეფუძნება ხელისუფლების დანაწილების კლასიკურ საპარლამენტო მოდელს. შესაბამისად, ახალი რედაქციით ძალიან მყარი საფუძველი იქმნება იმისთვის, რომ ჩვენთან განვითარდეს პროცესები, დემოკრატიული პროცესები ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის რეფორმა. იმისთვის, რომ მმართველობის სისტემა მუდმივად დაიხვეწოს, ამ კუთხითაც გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გასული წლების განმავლობაში. მიღებულ იქნა ახალი კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მათ შორის, მოწესრიგდა შრომის ანაზღაურების წესი, სხვა ასპექტები საჯარო სამსახურის, თუმცა რა თქმა უნდა, რეფორმები უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, შედეგად მივიღოთ ევროპული, დასავლური ტიპის, რაციონალური საჯარო სამსახურის სისტემა. მესამე მნიშვნელოვანი ასპექტი ეს არის რა თქმა უნდა, სწორი ტერიტორიული მართვის სისტემის ფორმირება და ამ ნაწილში განსაკუთარებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, რომელიც არის დემოკრატიული მმართველობის სისტემის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი. გარდა იმისა, რომ დეცენტრალიზაცია დაკავშირებულია მართვის ეფექტიანობასთან, დეცენტრალიზაცია არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, გამყარდეს დემოკრატიული სისტემა, ჩამოყალიბდეს სისტემა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ორმაგია დეცენტრალიზაციის როლი სახელმწიფო მართვის სისტემის განვითარებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:51

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას. თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობით იქნება წარმოდგენილი, - ამი

ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი

25 აპრილი, 2024 , 13:21

ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში და იმ ხალხს, ვინც შეიძლება პოლიტიკაში აქტიურად  არ არის, მაგრამ შეუძლია ქვეყნის უკეთესობისკენ წაყვანა, "-  ამის შესახებ საქართველოს მესამე

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი