უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

4 აპრილი, 2014 16:11
font-size

საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს ისრაელელ მეგობრებს _ გიორგი სიგუა

2015 წლის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომიტეტის ჩასატარებლად გამოცხადებულ კენჭისყრაზე საქართველოს კონკურენტი მხოლოდ ისრაელია, თუმცა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ფიქრობს, რომ საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს ისრაელელ მეგობრებს, რადგან მას ძალიან ესაჭიროება მსგავსი შეკრებების ჩატარება თავის მიწაზე, რათა ყველამ ნახოს, რომ ამ შესანიშნავ ქვეყანაში ჩასვლა არის უსაფრთხო.
,,ეს არის შეკრება რომელშიც 40 ზე მეტი ქვეყნის მინისტრი და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის უმალესი მმართველობა მონაწილეობს. შესანიშნავი საშუალებაა ქვეყნის გასაცნობად კონტინენტისა და მსოფლიოსათვის. ინვესტორების შესაკრებად და ევროპული ტურისტული სამყაროს ერთად თავმოყრისათვის. ვთვლი, რომ არათუ უნდა ვეკონკურენტოთ , პირიქით მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს ისრაელელ მეგობრებს. ხოლო ჩვენ ვიბრძოლებთ 2017 წლის გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ჩატარების უფლების მოსაპოვებლად, რაც ტურისტული სამყაროს უმთავრესი მოვლენაა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება და ათასობით დელეგატი ასობით ქვეყნიდან, ათასობით ჟურნალისტი და უამრავი მაყურებელი ესწრება“, _ აცხადებს სიგუა და წინასწარ ულოცავს ისრაელს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს 2015 წლის ევროპის კომიტეტის სამასპინძლოდ.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე მიესალმება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი სიგუას პოზიციას და აცხადებს, რომ ისრაელის მხარე მის ასეთ მიდგომას აუცილებლად დააფასებს.

იციკ მოშეს თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ასეთი პოზიცია ხელს შეუწყობს საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის დასახულ მიზანსაც, 2014 წელი იქცეს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში ისრაელის ინვესტიციების მოზიდვის წლად.

~ისრაელ-საქართველოს თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ფაზაში გადადის. ამას ადასტურებს საქართველოს პრემიერის წარმატებული ვიზიტი ისრაელში, ცოტა ხნის წინათ თბილისში, საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის ორგანიზებით ჩატარებული, ტურიზმის ინდუსტრიისადმი მიძღვნილი საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმი, სადაც გიორგი სიგუას მიერ მოწყობილმა პრეზენტაციამ ნამდვილი ფურორი მოახდინა ებრაურ ბიზნესწრეებში. და ბოლოს, უახლოეს დღეებში საქართველოში ისრაელიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი იგეგმება, რაც ორ სახელმწიფოს შორის ღრმა და პერსპექტიული თანამშრომლობისკენ გადადგმული ნაბიჯის კიდევ ერთი უტყუარი დადასტურებაა~, _ განუცხადა მედიანიუსს~ იციკ მოშემ.

საკვანძო სიტყვები:

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი