უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 ოქტომბერი, 2020 17:25
font-size

საქართველომ საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით აზიის განვითარების ბანკიდან დამატებით 170.8 მლნ ევრო მიიღო

დღეს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა შეთანხმება „ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის“ თაობაზე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა შეინ როზენტალმა.
პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს გამოუყოფს 170.8 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მიიმართება ბიუჯეტში.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. იგი მოიცავს რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური გავლენების შემსუბუქებას, აგრეთვე ეკონომიკური ზრდისთვის მდგრადი გზების მოძიებას.
რეფორმები ფოკუსირებულია სამ ძირითად მიმართულებაზე, ესენია: COVID-19-ით გამოწველი კრიზისის შედეგად გაზრდილი ფისკალური რისკების მართვის გაძლიერება, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შიდა ბაზრის განვითარება, სოციალური დაცვის პროგრამებისა და ფისკალური მდგრადობის განმტკიცება.
აღსანიშნავია, რომ ADB-სთან ხელმოწერილი შეთანხმება ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

ამ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, ამ შეზღუდვების არ შემოღებას და ინფიცირების უკონტროლო ზრდას ექნება კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ფასი - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 17:05

რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, ამ შეზღუდვების არ შემოღებას და ინფიცირების უკონტროლო ზრდას ექნება კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ფასი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ

ბაზრობებზე, მოლებში, მაღაზიებში და საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებულები 300 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ და გარდა ამისა, მათ სახელმწიფო სესხების გადავადებაში დაეხმარება - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 16:45

იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგ

ფინანსთა სამინისტროს დაევალა, ყველა იმ მოქალაქემ, ვისთვისაც განსაზღვრულია ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, ის აუცილებლად მიიღოს 30 დეკემბრამდე - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 16:25

ფინანსთა სამინისტრომ მიიღო კონკრეტული დავალება, რომ ყველა იმ მოქალაქემ, ვისთვისაც განსაზღვრულია ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, ის აუცილებლად მიიღოს 30 დეკემბრამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გა

ჩერდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 16:25

ტაქსებთან მიმართებაში არანაირი სპეციფიური შეზღუდვები გარდა პირბადის ტარებისა, მგზავრთა რაოდენობრივი შეზღუდვები არ წესდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს

8 დიდ ქალაქში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, იხსნება ყველა სახის შეზღუდვა - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 16:25

მიუხედავად პანდემიისა ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში გვერდს ვერ ავუვლიდით და ვერ დავივიწყებით საახალწლო დღესასწაულებს, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ასევე უნდა გავითვა

ეს არის გლობალური კრიზისი, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ დაამარცხებს და დანაკარგების გარეშე ვერ გაივლის - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 15:50

 ჩვენი ღონისძიებების მთავარი მიზანია, ის, რომ ჩვენ შევაჩეროთ ეპიდემიის ზრდის სისწრაფე. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ორ თვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს დავიყვანთ ასეულებამდე ან ათეულებამდე, - ამის შე