უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

23 ოქტომბერი, 2019 14:35
font-size

საქართველომ შექმნა კეთილგანწყობილი გარემო ბიზნესის წარმოებისთვის - ENKA Power-ის გენერალური დირექტორი

„სამხრეთ კავკასიის მილსადენის მშენებლობის და გაფართოების პროცესის დროს და მოგვიანებით, ნამახვანის პროექტის განვითარებისას, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველომ დიდი ნაბიჯი გააკეთა გლობალური ინტეგრაციის მიმართულებით, შექმნა რა კეთილგანწყობილი გარემო ბიზნესის წარმოებისთვის“ - ამის შესახებ თბილისის აბრეშუმის გზის მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობის პანელზე ENKA Power-ის გენერალური დირექტორმა ფატიჰ გიუვენმა განაცხადა.

თურქეთში დაფუძნებული უმსხვილესი გლობალური საინჟინრო-სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, გამჭვირვალეობა და საინვესტიციო გარემოს მხარდაჭერის მიმართ მთავრობის უცვლელი პოზიცია არის ძირითადი ფაქტორები ინვესტიციების მოსაზიდად და მისი შეფასებით, აღნიშნული წამყვან პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოში. „აბრეშუმის გზის პირველი ფორუმი დაემთხვა ნამახვანის პროექტის დაწყებას, შემდეგ შეიცვალა მთავრობა, მინისტრები, კანონები, მაგრამ ერთგულება გახსნილი ბაზრის მიმართ, უკეთესი საინვესტიციო გარემოს შექმნის მისწრაფებები არ შეიცვალა, რაც ძალზედ აღსანიშნავი იყო ჩვენთვის. გამჭვირვალეობა და შესაბამისობის დონე სამთავრობო სექტორში გახლავთ ძირითადი ფაქტორები ინვესტიციების მოსაზიდად და ჩვენ დავინახეთ რომ ეს იყო აღქმული, როგორც ერთ ერთი წამყვანი პრიორიტეტი საქართველოში.“ - აღნიშნა გიუვენმა.

ENKA Power-ის გენერალური დირექტორმა საქართველოს საერთაშორისო რეიტინგების მიმზიდველობასა და ენერგეტიკული სექტორის განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრა.

„საქართველოს არ სჭირდება მრავალი სტიმულების შექმნა, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს თავისი ლიდერის პოზიცია ბიზნესის წარმოების სიმარტივის და პირდაპირი ინვესტიციების თვალსაზრისით. ჩვენთვის ენერგოდამოუკიდებლობაც გახლავთ ძირითადი ფაქტორი სტაბილურობისთვის, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც. ჰიდროენერგეტიკული შესაძლებლობებით საქართველოს ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. საქართველოს აქვს საუკეთესო შანსები მიაღწიოს ჰიდრო დამოუკიდებლობას, რასაც დასჭირდება ინვესტიციები, გადაცემის ხაზები, ქსელები, დიდი ჰიდრო პროექტების განხორციელება განახლებადი ენერგორესურსების თვალსაზრისით. ასევე, სტრატეგიული განლაგების თვალსაზრისით, საქართველო გახლავთ უნიკალური დერეფანი ტრანზიტული ნაკადისთვის ევროპიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით. მას სჭირდება დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები. საჭიროა პირდაპირი ინვესტიციები და საქართველო ამას მიაღწევს, არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ შესრულების თვალსაზრისით რეალიზებას,“ - განაცხადა თემატურ პანელზე გამოსვლისას ფატიჰ გიუვენმა.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი