უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

25 მარტი, 2019 17:20
font-size

საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაციები არჩევნებთან დაკავშირებით - სტოლტენბერგი

„საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაციები არჩევნებთან დაკავშირებით და უნდა გააგრძელოს რეფორმები დემოკრატიის განსამტკიცებლად,“ - ეს განცხადება, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები დემოკრატიის ბირთვია და დემოკრატია ის აუცილებელი მოთხოვნაა, რომლის გარეშეც ნატო-ს კარი არავისთვის გაიხსნება.

იენს სტოლტენბეგი დემოკრატიის განსავითარებლად ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთად მუშაობისკენ მოუწოდებს.

„ალიანსი არ აფასებს არჩევნების შედეგებს, არც იმას თუ როგორ ჩატარდა. ეს ეუთოს საქმეა, მაგრამ ვითვალისწინებთ, რასაც ისინი ამბობენ. მათ შეფასებაში ხაზგასმულია, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია, რადგან სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვია. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად იმუშაონ და შეეცადონ გადალახონ უთანხმოებები, ვინაიდან საჭიროა, ორივე მხარემ დემოკრატიის ფუნქციონირება კარგი გახადონ,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა თავისუფალ არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაბარება მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.

„მთავრობის შეცვლა ნებისმიერი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. დემოკრატიის და არჩევნების ჩატარების მთავარი არსი ისაა, რომ ხალხი წყვეტს, ვინ იქნება მთავრობაში. ხალხს ასევე აქვს უფლება, მთავრობა შეცვალოს. მშვიდობიან გადაბარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ნატო ეფუძნება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, პიროვნების თავისუფლებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეასრულოს ეუთო-ს რეკომენდაციები. ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის პასუხისმგებლობაა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მიიღოს მონაწილეობა და დაეხმაროს აუცილებელი რეფორმების გატარებაში,“ - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

რუსთავი2

ვასაძე არის ივანიშვილის დაშანტაჟების რუსული მექანიზმი - რომან გოცირიძე

19 ივნისი, 2019 , 17:05

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მოსაზრებით, ბიზნესმენი ლევან ვასაძე საქართველოში რუსეთიდან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასაშანტაჟებლად ა

გაიგეთ, ღმერთს არ სწყურია ამდენი სისხლი! – მამა პეტრე ლომისობაზე

19 ივნისი, 2019 , 16:20

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ლომისობის დღესასაწაულზე დღეს გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს ქრისტიანული ფანატიზმია. “აი, ქრისტიანული ფანატიზმის შედეგი… აი, სად გადის ქართულად დანახული რელიგიუ

თბილისის მერმა მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა - გიორგი ტყემალაძე

19 ივნისი, 2019 , 15:00

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლითაც მნიშვნელოვანი სამშენებლო სამართალდარღვევები სისხლის სამა

ქაოტური განაშენიანება და ქალაქის იერსახის დამახინჯება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება - ბექა დავითულიანი

19 ივნისი, 2019 , 15:00

თბილისის მერის ინიციატივა ქაოტური განაშენიანების დასრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს „ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარ

ლევან ვასაძის არაკორექტულ და არაეთიკურ განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ - ნინო ლომჯარია

19 ივნისი, 2019 , 13:25

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებებზე კომენტარისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ვასაძესთან კითხვები სამართალდამცავ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ. „ლევან ვასაძის არაკორექტულ და არაეთიკურ გა

სტამბოლში, ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე თავდასხმაში პირველადი მონაცემებით, ეთნიკურად ქართველებიც მონაწილეობდნენ - ვლადიმერ კონსტანტინიდი

18 ივნისი, 2019 , 14:45

არის ვერსია, რომ სტამბოლში ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე თავდასხმაში რუსეთის მოქალაქეებთან ერთად კიდევ ორი პირი მონაწილეობდა, რომლებიც პირველადი მონაცემებით, ეთნიკურად ქართველები იყვნენ, თუმცა მათი მოქალაქეობა დაზუსტებული ა