უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 თებერვალი, 2017 14:25
font-size

საქართველომ უნდა იგრძნოს, რომ ევროკავშირში არსებობს სურვილი, ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს - ევროკომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი:

„ევროკავშირს შეუძლია საქართველოსთან ურთიერთობებში შემდგომი მნიშვნელოვანი პროგრესის განხორციელება და საქართველომ უნდა იგრძნოს, რომ ევროკავშირში არსებობს სურვილი, ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს“, - აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა ირლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან განმარტა, რომ ეს სურვილი ევროკავშირის მხრიდან უნდა გამოიხატოს საქართველოსთან თანამშრომლობაში, ინვესტიციებით, უვიზო რეჟიმის შემოღებით, რაც აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს.

ტიმერმანსმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა გაფართოებასთან დაკავშირებით რეალისტური მიდგომა. მან დასძინა, რომ მისი გადმოსახედიდან, ევროკავშირის გაფართოება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებით უნდა დაიწყოს და კავკასიაზე გავრცელდეს.

21 თებერვალს ევროკომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი სიტყვით გამოვიდა ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა და საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომლის დროსაც მას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კითხვებით მიმართეს საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ბრენდან სმიტმა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ ჰილი-რეიმ.

საკვანძო სიტყვები:

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი