უახლესი ამბები
- 07.03.2021 23:17ნატო ჩხეიძე: გვარზე ხტომა ადვილია, სხვის ღირსებაზე და მით უფრო ქვეყნის ღირსებაზე გადახტომა ძნელია, ამიტომაც ვერ დაიძახებენ ივანიშვილები ჰოპლას
- 07.03.2021 21:02“ქართული ოცნება“ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- 07.03.2021 16:44ბერამ არასასურველი კომენტარისთვის 2013 წელს ჯერონიმო და 4 მენტი მომიგზავნა - მუსიკოსი
- 07.03.2021 14:19„გადავწყვიტე პარტიიდან გავიდე და სხვა ამპლუით ვებრძოლო ამ ხელისუფლებას“ - გოგი წულაიამ პარტია “თავისუფალი საქართველო` დატოვა
- 07.03.2021 13:24ნატო ჩხეიძე: სხვების აზრი არ აინტერესებთ და რაც აინტერესებთ, კი იმუშავებენ იმ განხრით
- 07.03.2021 12:57შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: გამოდით ბაბლიდან, გამოდით... გარეთ მზეა. ცაც, ტელესტუდიებისგან განსხვავებით, უღრუბლო
არქივი
პოლიტიკა


საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს არა თურქეთის ინტერესებით, არამედ საკუთარი კონსტიტუციით - ანა ნაცვლიშვილი მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, თუ საქართველო დემირელის კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთს გადასცემს, ჩაბუქი, შესაძლოა, წამების ან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.
ნაცვლიშვილმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს არა მეზობელი ქვეყნის ინტერესებით, არამედ საკუთარი კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით.
„ჩაბუქის ექსტრადიცია თურქეთში იქნება მისი უფლებების ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ დაყენება, იმიტომ რომ იქ არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ძალიან დიდი ალბატობით, შეიძლება ის დაექვემდებაროს წამებას ან არასათანადო მოპყრობას. ასევე საგულისხმოა, რომ ის ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით თურქეთში დღეს არსებული სიტუციითა და საქმეში არსებული კონტექსტიდან გამომდინარე. ამიტომ საქართველო ვალდებულია, იმოქმედოს არა ძლიერი მეზობლის ინტერესებისთვის პრიორიტეტის მინიჭებით, არამედ საკუთარი კონსტიტუციის პატივისცემითა და იმ საერთაშორისო ნორმების პატივისცემით, რომლებიც აქვს აღიარებული საქართველოს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურის მოთხოვნა ჩაბუქისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ არის დაუსაბუთებული და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს სტანდარტებს.
შეგახსენებთ, დღეს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის სოლიდარობის აქცია გაიმართა. მისმა მხარდამჭერებმა მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, არ გადასცეს ჩაბუქი თურქეთის ხელისუფლებას, ასევე მიანიჭოს მას და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსი, რაც ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების პროცესს შეაჩერებს..
დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მოთხოვნით 24 მაისს დააკავეს. თურქული მხარე მას ფეთჰულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს 3-თვიანი წინასაესტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ტერორისტული ოჯახი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო სრულად - შალვა ნათელაშვილი
7 მარტი, 2021 , 15:53
„გადავწყვიტე პარტიიდან გავიდე და სხვა ამპლუით ვებრძოლო ამ ხელისუფლებას“ - გოგი წულაიამ პარტია “თავისუფალი საქართველო` დატოვა
7 მარტი, 2021 , 14:19

ნატო ჩხეიძე: სხვების აზრი არ აინტერესებთ და რაც აინტერესებთ, კი იმუშავებენ იმ განხრით
7 მარტი, 2021 , 13:24

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: გამოდით ბაბლიდან, გამოდით... გარეთ მზეა. ცაც, ტელესტუდიებისგან განსხვავებით, უღრუბლო
7 მარტი, 2021 , 12:57

არ უნდათ პლებისციტი? მით უკეთესი, პირდაპირი მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები - ზაალ უდუმაშვილი
7 მარტი, 2021 , 11:56

პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება - მამუკა მდინარაძე
7 მარტი, 2021 , 11:07