უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 აგვისტო, 2017 12:30
font-size

საქართველომ უნდა მოახდინოს „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირება - სახალხო დამცველი

დღეს იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღეა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საქართველოში 90-იანი წლების კონფლიქტისა და აგვისტოს ომის დროს უგზო-უკვლოდ 2000-მდე ადამიანი დაიკარგა.

ომბუდსმენი მოუწოდებს, რომ საქართველომ მოახდინოს გაეროს მიერ მიღებული კონვენციის „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ რატიფიცირება. განცხადების თანახმად, კონვენცია იძულებით გაუჩინარებას დანაშაულად აღიარებს და ავალდებულებს ხელმომწერ სახელმწიფოებს, შესაბამისი ზომები მიიღონ.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„30 აგვისტოს იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღე 2011 წლიდან აღინიშნება. იძულებითი გაუჩინარება გლობალური პრობლემაა და ამ დანაშაულთან ეფექტურად საბრძოლველად 2006 წელს გაეროს ეგიდით მიღებულ იქნა კონვენცია „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“. შედეგად, იძულებითი გაუჩინარება საერთაშორისო დანაშაულად გამოცხადდა და რიგ შემთხვევებში ის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად შეიძლება შეფასდეს.

საქართველოში გაუჩინარებულთა პრობლემა ქვეყანაში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტებს უკავშირდება. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 90-იანი წლების კონფლიქტების შემდეგ 1500-მდე ეთნიკურად ქართველი, 200-მდე ეთნიკურად აფხაზი, 100-მდე ეთნიკურად ოსი, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ 6 ოსი და 35 ქართველი.

იძულებით გაუჩინარების დანაშაულთან საბრძოლველად სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს მიერ „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირებას, რაც 2013 წლიდან სახალხო დამცველის რეკომენდაციას წარმოადგენს.

კონვენცია განსაზღვრავს იძულებით გაუჩინარების დანაშაულის დეფინიციას და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა იძულებით გაუჩინარება ეროვნულ დონეზე წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს. კონვენცია ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთანავე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულებას. კონვენცია ასევე ადგენს მსხვერპლის უფლებას სიმართლეზე გაუჩინარების გარემოებების და გაუჩინარებული პირის ბედის შესახებ და უფლებას დროულ, სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, არსებითი სიახლე გამოძიების პროცესში არც წელს არის და მათი ადგილსამყოფელის დადგენა კვლავ ვერ ხერხდება. მნიშვნელოვანია, რომ დროულად და ეფექტურად იქნას გამოძიებული პირთა უგზო-უკვლოდ გაუჩინარების შემთხვევები.

ამასთან, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გაგრძელდება მხარეებს შორის თანამშრომლობა უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა მოძიების მიზნით, რომლის წარმატებულ მაგალითსაც წარმოადგენს 2013-2015 წლებში თბილისსა და სოხუმს შორის თანამშრომლობით სამარხების გახსნა აფხაზეთში.

სახალხო დამცველი უსამძიმრებს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა ოჯახის წევრებს და მათ ახლობლებს, პატივს მიაგებს ამ პირთა ხსოვნას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები პირთა გაუჩინარების შემთხვევების გამოძიების, დაკარგულ პირთა მოძიებისა და გაეროს კონვენციის რატიფიცირების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

რუსთავში, მანქანა, რომელსაც პატიმრები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა

22 ოქტომბერი, 2019 , 13:00

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე. ავარიაში “მაზდას” მარკის მსუბუქი ავტომობილი და პენიტენციალური სამსახურის სპეციალური სატრანსპორტო საშუალება მოჰყვა. ავტომობილები საპირისპირი მიმართულე

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა

22 ოქტომბერი, 2019 , 12:35

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმ

საქართველოს ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას იწყებს

22 ოქტომბერი, 2019 , 12:35

საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებას და კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას იწყებს. აღნიშნულის მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვ

კომუნიკაციების კომისიამ საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს „მედიის ეკონომიკის“ სწავლების მეთოდი გააცნო

22 ოქტომბერი, 2019 , 12:05

კომუნიკაციების კომისიამ დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგზე 10-მდე საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები „მედიის ეკონომიკის“ სწავლების მეთოდს გაეცნენ. კომისიის მედიაწიგნიერების ხელ

ბათუმის ნავსადგურში ამერიკული სამხედრო გემი შევიდა

22 ოქტომბერი, 2019 , 11:20

ბათუმის ნავსადგურში შევიდა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი Porter-ი. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, Porter-ი Arleigh Burke-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია და წყალქვეშა ნავების და ბალისტიკური რაკეტე

კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა

22 ოქტომბერი, 2019 , 11:20

3500-მდე წიგნითა და ალბომით გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე შეივსო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. თსუ ემერიტუსი პროფესორის კლაუს ჰიპისა და გერმანიის ფედერაციულ რე