უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კონფლიქტის ზონა
საქართველომ აფხაზეთთან მიმართებაში ტაქტიკა შეცვალა _ სტანისლავ ლაკობა 28.08.2012 17:32

აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სტანისლავ ლაკობას განცხადებით, საქართველომ აფხაზეთთან მიმართებაში ტაქტიკა შეცვალა. საქართველომ დაიწყო სხვადასხვა პროგრამის განხორციელება, მათ შორის სამედიცინო.

,,მე შემიძლია გავიგო, როდესაც საქართველოში სამკურნალოდ მოხუცები და ბავშვები მიჰყავთ, მაგრამ არ მესმის, როდესაც წამალდამოკიდებული ადამიანები მიდიან იქ და მათთან გარკვეული სამუშაოები ტარდება. ცხადია ამ ურთიერთობაში კრიმინალური გარემო შეიძლება ყველაფრისთვის სასარგებლო იყოს- დივერსიებისთვის, ტერაქტებისთვის და ა.შ. მითუმეტეს ჩვენ ვიცით, რომ მათთან ბევრს მუშაობენ. ეს არ შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს”, -აღნიშნა ლაკობამ და დასძინა, რომ იმისათვის, რომ მათ მოქალაქეებს საქართველოში სამკურნალოდ ჩასვლა არ დასჭირდეთ, ამისათვის საკუთარი სამედიცინო სტრუქტურის განვითარებაა საჭირო.

ლაკობა მიიჩნევს, რომ აფხაზები იმდენად გულუბრყვილოები არიან, რომ მათ ის ფაქტი, რომ საქართველოში ღიმილით ხვდებიან, გულწრფელი ჰგონიათ.

,,საქართველოში ამის გაკეთება შეუძლიათ. ბოლო ბოლო, როდესაც ადამიანები იქ ჩადიან, მათ შეუძლიათ იქ დარჩნენ, იყვნენ საქართველოს მოქალაქეები,”-აღნიშნავს ლაკობა.

მისი თქმით, საქართველოს მიზნად აქვს დასახული გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ მათი საზოგადოება შიგნიდან დაიშალოს.

,,ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ყველა პროგრამა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში რეინტეგრაციაზეა გათვლილი. ისინი ყველა მიმართულებით მუშაობენ,”-მიიჩნევს ლაკობა.