უკან

სამართალი

20 ივნისი, 2022 11:52
font-size

თბილისის მერია და ქონების ეროვნული სააგენტო წართმეული ქონების მესაკუთრისთვის დათმობას არ აპირებს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

ქალაქ თბილისის მერია და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ს.ს. „მრეწვრკინიგზის“ მიმართ წართმეული და უკანონოდ ხელყოფილი ქონების დაბრუნებას, არც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებების მიუხედავად, არ აპირებს და სამართალწარმოების გაგრძელებას გეგმავს.

2022 წლის 18 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სააქციო საზოგადოება „მრეწვრკინიგზას“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რითაც 2012 წლამდე მოქმედი ხელისუფლების პირობებში წართმეულ 6448.00 კვ.მ, 10705.00 კვ.მ, 46621.00 კვ.მ უძრავ ქონებებზე აღიარებული იქნა კომპანიის საკუთრების უფლება 2012 წლამდე მოქმედი ხელისუფლების პირობებში წართმეულ უძრავ ქონებებზე, სახელმწიფო გამოცხადდა დასახელებული ქონებების უკანონო მფლობელად და ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდა ერთადერთ და ნამდვილ მესაკუთრეს, თუმცა თბილისის მერია და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით ასაჩივრებენ. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, ს.ს. „მრეწვრკინიგზას“ წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არჩევანი - გასაჩივრდეს სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივი მსვლელობის ინტერესით ვერ აიხსნება. საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა დანაშაულებრივი გზით იქნა მიტაცებული ს.ს. „მრეწვრკინიგზას“ ქონება და დღესდღეობით, კანონთან ერთად, მორალურ საფუძვლებსაც მოკლებულია, სახელმწიფო მისი საჯარო უწყებების სახით ასე გუმოდგინებით იცავდნენ უკანონო გადაწყვეტილებებს.

ამასთან, მიგვაჩნია, რომ 2022 წლის 14 ივნისს წარმოდგენილი ორივე სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ განუხილველად უნდა დატოვოს. კანონი განსაზღრავს, რომ თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მომზადებული იქნა 2020 წლის 10 მაისის მდგომარეობით ანუ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანიდან 23-ე დღეს. მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2022 წლის 31 მაისს. ამ დროის განმავლობაში, პროცესის მონაწილე არც ერთ მხარეს სააპელაციო საჩივარი არ წარმოუდგენია. შესაბამისად, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ასევე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა საპატიო მიზეზის გარეშე გაუშვეს. ცხადია, ამ ეპიზოდზე იმსჯელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით სისტემური დანაშაულის საქმეზე სამართლიანობა აღდგა. სასამართლომ ბათილად ცნო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 20 მაისისა და კომპანიის დირექტორის 2011 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებები, რომლითაც სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვება მოხდა. სააქციო საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონებების ნაწილი თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ქვეშ ექცეოდა. შესაბამისად, სახელმწიფომ კერძო მესაკუთრის უფლებების ხელყოფა ძალმომრეობით და უკანონო ჩარევის შედეგად გადაწყვიტა და არა - კანონის საფუძველზე. კომპანიას ქონებები ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით კი დადგინდა, რომ მიღებული გადაწყვეტილებები კანონსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებების ქვეშ ექცეოდა. შედეგად, ბათილად იქნა ცნობილი გადაწყვეტილებები, აღიარებული იქნა კომპანიის საკუთრების უფლება უძრავ ქონებებზე და აღნიშნული ქონებები გამოთხოვილი იქნა უკანონო მფლობელობიდან, რომელიც დღემდე ირიცხებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე. მათი დღევანდელი საბაზრო ღირებულება 778,515,00 ლარს აღემატება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2011 წლის 20 მაისს, ქ. თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის გელა ბარამაშვილის მიერ მოწმის სახით დაიკითხა სააქციო საზოგადოება „მრეწვრკინიგზის“ მაშინდელი დირექტორი და 63% წილის მფლობელი ჯუმბერ შენგელია. ჯუმბერ შენგელიას ნების საწინააღმდეგოდ მოუწია განმარტება იმის შესახებ, რომ 47 906 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 35 706 კვ. მ მიწის ნაკვეთის ფართობის მესაკუთრე სააქციო საზოგადოება არ იყო, რადგანაც აღნიშნულ ფართს საზოგადოება თითქოსდა ფლობდა სამართლებრივი საფუძვლების გარეშე და საზოგადოების რეალურ საკუთრებას წარმოადგენდა მხოლოდ თავდაპირველი, 12 200 კვ. მ მიწის ფართობი, რაც აღრიცხული იყო ტექბიუროშიც და საზოგადოებამ მიიღო მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 და 1998 წლის დადგენილებებით. ჩვენება სრულდება იმ დათქმით, რომ ჯუმბერ შენგელია ნებაყოფლობით აცხადებდა აღნიშნული 47 906 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 35 706 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს სასარგებლოდ სააქციო საზოგადოების საკუთრების უფლების მიტოვებას. აგრეთვე, ჯუმბერ შენგელია ჩვენების დასასრულს აცხადებდა, რომ სურდა სახელმწიფოს სასარგებლოდ ნებაყოფლობით მიეტოვებინა სააქციო საზოგადოების საკუთრების უფლება 10705 კვ.მ მიწის ფართობსა 6448 კვ.მ მიწის ფართობზე, რომელიც მდებარეობდა ლილოს სამრეწველო ზონაში.

ჯუმბერ შენგელია საგამოძიებო ნაწილში აიძულეს ადგილიდან დაერეკა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნანა ორაგველიძისთვის, რათა ამ უკანასკნელს მოეხდინა სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის დოკუმენტური გაფორმება დირექტორის მიერ მითითებულ მიწის ფართობების მიტოვებაზე. შესაბამისად, შედგა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დგებოდა წინდადადება ქონებების სახელმწიფოს მიმართ უსასყიდლოდ გადაცემაზე. ამდენად, სამეთვალყურეო საბჭომ ზეწოლის შედეგად, მიიღო ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვებისა და უსასყიდლოდ გადაცემის გადაწყვეტილება.

2012 წლის 26 ნოემბერს, პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, ს.ს. „მრეწვრკინიგზამ“ საჩივრით მიმართა საქართველოს პროკურატურას, სადაც საქმეზე შემაჯემებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ასევე, სასამართლო გზით დაიწყო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოება, თუმცა დაცვის არასწორი სამართლებრივი სტრატეგიის პირობებში, საკუთრების უფლების აღიარების შედეგი არ დადგა. „ახალგაზრდა ადვოკატები“, „მრეწვრკინიგზას“ საქმის ადვოკატირების პრიოცესში, 2019 წლიდან ჩაერთო. ორგანიზაციის სამართლის გუნდმა შეძლო გარდამტეხი ცვლილების შეტანა და წართმეული ქონების დაბრუნება ნამდვილი მესაკუთრისთვის. სასამართლოს მეშვეობით, უკვე დადგენილია, რომ სახეზეა ნამდვილი მესაკუთრის სასარგებლოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-312 მუხლების საწინააღმდეგო მტკციება, როდესაც რეესტრის ჩანაწერის უზუსტობამ, დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფოს გამოაცალა დასახელებული საკუთრებების ფლობისა და განკარგვის კეთილსინდისიერი, ლეგალური და ობიექტური საფუძველი, რითაც აღიარებით სარჩელს გაუჩნდა წარმატების პერსპექტივა და ვერ იქნა შემოსაზღვრული ხანდაზმულობის ვადებით.

ორგანიზაციის სასამართლო გზით პრობლემის გადაწყვეტას წინ უსწრებდა წართმეული საკუთრების შესახებ მომზადებული სამართლებრივი კვლევა და რეკომენდაციები, რომელიც 2021 წლის მარტში გამოქვეყნდა. კვლევის შედეგები პირველმა და მაღალი პროფესიული სტანდარტით, ექსკლუზიურად გააშუქა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც. სასამართლომ, როგორც კვლევა, ასევე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტური მოკვლევა საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო. სარჩელით სასამართლოს 2020 წლის ივლისში მიემართა. სასამართლომ გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც და სახელმწიფოს სადავო ქონებების გასვისება ან/და იპოთეკით დატვირთვა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აუკრძალა. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე: თამარ ბურჯანაძემ განიხილა.

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი