უკან

საზოგადოება

22 აგვისტო, 2018 17:00
font-size

საქართველოს 500 000 მოქალაქეს შესაძლებელია წითელა დაემართოს - პაატა იმნაძე

საქართველოს 500 000 მოქალაქეს შესაძლებელია წითელა დაემართოს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, 20-26 წლის ასაკის მოქალაქეთა 10%-ზე მეტს და 41 წლამდე მოქალაქეთა 8%-ს არ აქვს იმუნიტეტი წითელას მიმართ.

მისი ინფორმაციით, 2018 წელს წითელა ინფექციით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

„წითელას ვირუსი ისეთია, რომ ჩამოივლის და მონახავს ყველას, ვინც არაიმუნურია. ეს მოხდა საქართველოში 2003-2004 წლებში, ეს მოხდა 2014-2015 წლებში და ახლაც არის წითელათი დაავადების შემთხვევების მატება ქვეყანაში. წელს წითელას 1 300-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული და ამ დაავადებით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

ეს არის იმის შედეგი, რომ 20-დან 40 წლამდე მოსახლეობის 10% არის არაიმუნური. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 500 000 მოქალაქეს შეიძლება წითელა დაემართოს. წითელა მონახავს ყველას, რადგან ის ჰაერით ვრცელდება. საკმარისია, გვერდზე გაგიაროთ ადამიანმა, რომელსაც წითელა აქვს და თქვენ არ იყოთ იმუნური, რომ თქვენც დაგემართებათ,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ ევროპის ქვეყნების მსგავსად, საქართველოც მიიღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ბავშვთა გეგმური აცრები სავალდებულო გახდება.

მისივე თქმით, წითელას დაავადების გავრცელებას მხოლოდ აცრები შეაჩერებს.

“ერთადერთი რაც წითელას გააჩერებს, არის აცრა. აცრები ყველასათვის ხელმისაწვდომია, ამიტომ მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მიმართონ პოლიკლინიკებს თავიანთი საცხოვრებლის მიხედვით და გაიკეთონ აცრა.

გარკვეული ჯგუფები არსებობენ, რომლებიც ძირითადად რუსულენოვანი საიტებით იკვებებიან, სადაც ანტივაქცინალური კამპანიებია. ასევე არის დედების მცირე პროცენტი, რომლებიც აცრების საწინააღმდეგო კამპანიას ეწევიან, ერთმანეთს რაღაც საშინელებებს სწერენ, უზიარებენ საიდანღაც მოტანილ არამეცნიერულ აზრებს. სამწუხაროდ, ასეთი რამ ყველგან ხდება, მაგრამ რა დააშავა დედების იმ აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ვისაც უნდა თავისი შვილი იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი.

მათ შიშს საფუძველი არ აქვს. ეს არის თანამედროვე ვაქცინები, მაქსიმალურად გაწმენდილი, მაღალი ეფექტით და გვერდითი მოვლენები, პრაქტიკულად, არ გააჩნია,”- განაცხადა მან.

პაატა იმნაძემ წითელას საწინააღმდეგო აცრების ჩატარება ურჩია მათაც, ვინც ბავშვის გაჩენას აპირებს. მისი თქმით, ვაქცინა ორსულს დაიცავს ამ დაავადების გადადებისგან, რაც განსაკუთრებით საშიშია მუცლად მყოფი ნაყოფისთვის.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მოსალოდნელია წითელას შემთხვევების გახშირება ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებსა და სკოლებში.

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი