უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 ივლისი, 2018 11:55
font-size

საქართველოს 6-ს მოქალაქეს აქვს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, თუმცა ისინი მკურნალობას ადგილზე გადიან - საქართველოს ელჩი საბერძნეთში

საბერძნეთში ხანძრის შედეგად საქართველოს 6 მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი იტყობინება.

ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, კესარია სამხარაძის თქმით, ამჟამად საქართველოს ერთ მოქალაქეს ეძებენ.

„გარდაცვლილები არიან 80-ზე მეტი, მაგრამ არ შეუძლიათ აღმოჩენა, ვინ არიან, რადგან მათი მდგომარეობა ძალიან ცუდია. დე ენ ემ-ით დაადგენენ, თუ ვინმე ქართველია, არ იციან. ჯერჯერობით ვერც იტყვიან იმიტომ, რომ ჯერ არ აქვთ დამთავრებული ძებნა. დამწვარი სახლები არის 2300, ნანახი აქვთ მხოლოდ 500. ერთ ქალს ეძებენ ქართველს, იმიტომ რომ თვითონ იმ ქალმა დარეკა საქართველოში და უთქვამს, რომ ვიწვებიო და გაითიშა“, -თქვა სამხარაძემ.

ელჩის განცხადებით, აღნიშნულ ქალთან დაკავშირებით ინფორმაცია შესაბამის უწყებებთან 2-ჯერ მოწმდება.

„იყო ერთი ზარი, რომელიც სავარაუდოდ არ უკავშირდება ხანძარს, ამ სპეციფიკურ პიროვნებას ვეძებთ კონკრეტული მიმართულებით. ინფორმაცია მოწმდება დღეში ორჯერ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში არცერთი ქართველი არ ფიქსირდება, რომელიც შეიძლება იყოს გარდაცვლილი ან ჰოსპიტალიზირებული. 6-ს აქვს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, თუმცა ისინი მკურნალობას ადგილზე გადიან“,- თქვა ნანობაშვილმა.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი