უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 აგვისტო, 2018 12:35
font-size

„საქართველოს ადგილი არის ევროპული დემოკრატიული ქვეყნების დიდ ოჯახში“ - პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი

„საქართველოს ადგილი არის ევროპული დემოკრატიული ქვეყნების დიდ ოჯახში. გელით და გავაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია, რათა ამ გზაზე დახმარება აღმოგიჩინოთ“, განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან ვარშავის აჯანყების მუზეუმში, საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ღონისძიების მონაწილეებს სპეციალური ვიდეო ჩანაწერით მიმართა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული ღონისძიების სწორედ ლეხ კაჩინსკის სახელობის ვარშავის აჯანყების მუზეუმში გამართვის სიმბოლურ დატვირთვას - „არ არსებობს უკეთესი ადგილი იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც, მიუხედავად ძალის უპირატესობისა, არ იფიქრა მხოლოდ საკუთარ თავზე და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ჩაერთო“... მინისტრმა თავის მიმართვაში გაიხსენა 10 წლის წინ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული ვიზიტი საქართველოში, როდესაც რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქს, თბილისს უახლოვდებოდნენ. „მაშინ პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ გადაწყვიტა შეეკრიბა რეგიონის 4 ლიდერი და ყოყმანის გარეშე, ორგანიზება გაუკეთა თბილისში ჩაფრენას. პრეზიდენტ კაჩინსკის, ყველაზე უკეთ ესმოდა რუსული აგრესიიდან მომდინარე საფრთხე, მან იცოდა, რომ აუცილებელი იყო დაუყოვნებელი და ცალსახა წინააღმდეგობა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევის მიმართ“. მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი აღნიშნავს, რომ „ათი წლის შემდეგ, პრეზიდენტი კაჩინსკის მიერ, 2008 წლის 12 აგვისტოს, თბილისში წარმოთქმული სიტყვები კვლავ აქტუალური რჩება: „დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ შესაძლოა ჩემი ქვეყანის, პოლონეთის ჯერიც დადგეს“.

ვარშავის აჯანყების მუზეუმში რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს წერილით მიმართა ასევე პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების აგრესია საქართველოზე იყო ევროპის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი, რომელმაც „ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში შემაშფოთებელი უფსკრული გააჩინა“. პრეზიდენტის თქმით იმ ტრაგიკულ მოვლენების მნიშვნელობას სათანადო შეფასება მისცა აწგარდაცვლილმა პოლონეთის პრეზიდენტმა, პროფესორმა ლეხ კაჩინსკიმ, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის, ლიტვის, ესტონეთისა პრეზიდენტებთან და ლატვიის პრემიერთან ერთად და რაც ამავე დროს, გახდა „პოლონურ-ქართული მეგობრობის შესანიშნავი და შთამბეჭდავი ისტორიის ნაწილი“.

„საქართველოს ეროვნული პოეტი შოთა რუსთაველი წერდა: „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“ - ეს მნიშვნელოვანი შეგონება და ფასდაუდებელი რჩევაა. გამოვხატავ რწმენას, რომ გარდა იმისა, რომ განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესა და აგვისტოს სამწუხარო მოვლენების წლისთავს, გვექნება არაერთი შესაძლებლობა ერთმანეთის უკეთესად ურთიერთშეცნობისთვის, ჩვენ ხალხებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობისა და მეგობრული კავშირების განმტკიცებისთვის“, ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.

ევროსაბჭოში მიღებულ „მაგნიტსკის სიას“ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა - სერგი კაპანაძე

23 იანვარი, 2019 , 16:48

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე „ქართული ოცნებისგან“ განმარტებას ითხოვს, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოში მიღებულ „მაგნიტსკის სიას“. მისის თქმით, ევროსაბჭოში, საპარლამენტო

მთავრობა საქართველოს რეგიონულ ჰაბად გადაქცევას ცდილობს - მამუკა ბახტაძე

23 იანვარი, 2019 , 16:45

საქართველო რუსეთის ოკუპაციას დემოკრატიის კონსოლიდაციითა და ეკონომიკის განვითარებით პასუხობს, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, CNBC-თან ინტერვიუში გააკეთა. „სამწუხაროდ, რუსეთი სა

ჩვენი ისტორიული ფესვები და ჩვენი მომავალიც ევროპულია - მამუკა ბახტაძე

23 იანვარი, 2019 , 15:11

საქართველო წარმოადგენს კარიბჭეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში მთელი ევრაზიის კონტინენტის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება,

მამუკა ბახტაძე დავოსში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს შეხვდა

23 იანვარი, 2019 , 10:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დავოსის მოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს, ჯიმ კარს შეხვდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ პრემიერ-მინისტრის პ

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივით წარდგენილ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ევროსაბჭომ მხარი დაუჭირა

23 იანვარი, 2019 , 10:50

ევროსაბჭომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას დაუჭირა მხარი. „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა საპარლამენტო ასამბლეაზე პარლამენტის უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ წარადგინა. „ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, ტა

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისართან თავშესაფრის მაძიებელთა და ცირკულარული მიგრაციის თემატიკაზე იმსჯელა

23 იანვარი, 2019 , 10:25

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტისას, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა და განსაკუთრებული აქცენტი უვიზო რეჟიმის თემატიკაზე გააკეთა. ამის შესახებ ინფორმა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`