უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 მარტი, 2018 12:55
font-size

საქართველოს ადგილმდებარეობა ისლამისტმა მებრძოლეებმა შეიძლება გამოიყენონ ძალების აღსადგენად - ელენა პომოკოვა

სტრატეგიული უსაფრთხოების ცენტრმა გამართა შეხვედრა, სადაც განიხილეს რადიკალური ექსტრემიზმის საფრთხე. ასევე იქ იმსჯელეს სტრატეგიაზე, რომლის საჭიროება დადგა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ, კერძოდ, მისი მებრძოლეების მშობლიურ ქვეყნებში დაბრუნების გამო.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ელენა პომოკოვას განცხადებით, სუს-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს სირიიდან დაბრუნებულ რადიკალებზე, რადგან მათ შესაძლოა, აჰმედ ჩატაევივით საფრთხე შეუქმნან საქართველოს.

ექსპერტის შეფასებით, უმჯობესია, სახელმწიფომ ასეთ ადამიანებს დახმარება გაუწიოს.

„საქართველოს მდებარეობა ჩრდილოეთ კავკასიასა და თურქეთს შორის ისლამისტი მებრძოლების მიერ შესაძლოა გამოყენებული იყოს, როგორც უსაფრთხო ტერიტორია ძალების აღსადგენად. სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა დაუთმოს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან მათ შესაძლოა, აჰმედ ჩატაევის მსგავსად საფრთხე შეუქმნან ქვეყანას.

არ ვთვლი, რომ პანკისის ხეობა მებრძოლებისთვის სატრანზიტო ზონაა, რადგან აქედან ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლა რთულია, თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ სირიიდან და ერაყიდან ჩამოსული ადამიანები დაბრუნდნენ პანკისში, რადგან ეს მათი სახლია. შესაძლოა, ეს პირები „ISIS“-ით გულაცრუებულები არიან და სურთ, ძველ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, ასეთ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება ხელისუფლებასა და საზოგადოების მხრიდან“,- უთხრა პომოკოვამ „რუსთავი 2“-ს.

საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის გამგეობის წევრის, გიორგი გოგუაძის განცხადებით, სამშობლოში დაბრუნებული რადიკალების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს.

„მთავარი არის ის, რომ ხისტი ძალა არ შეიძლება იყოს ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი მოქალაქეების დერადიკალიზაცია მოხდეს და ისინი იყვნენ კვლავ ჩვენი საზოგადოების წევრები“, - თქვა გოგუაძემ.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი