უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


საზოგადოება

12 ოქტომბერი, 2017 17:10
font-size

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (aea-eal) წევრი გახდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის პირველი არაევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც გახდა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (aea-eal) სრული წევრი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ შექმნა პრეცედენტი და სხვა არაევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუხსნა გზა გახდნენ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წევრები.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი მარია სლაზაკი წერილში აღნიშნავს: ,,მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენი ასოციაციის შეცვლილი დებულების თანახმად, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციებს და ადვოკატებს, უფლება აქვთ გაწევრიანდნენ სრული წევრის სტატუსით. შესაბამისად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მიღებულ იქნა ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში სრული წევრის სტატუსით.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის სახელით, მაქვს პატივი, თქვენ და ქართველი ადვოკატები მიგიღოთ ჩვენს კოლეგებად და მეგობრებად, რომლებიც ვიზიარებთ ერთიანი, ევროპული იურიდიული პროფესიის ღირებულებებს.

ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს და წვლილს შეიტანს ახალი იდეების და ერთობლივი პროექტების რეალიზაციაში, რაც არამხოლოდ ჩვენი ასოციაციებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ, ასევე, სხვა ქვეყნების ადვოკატებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ჩვენს დახმარებას”.

ცნობისთვის - ადვოკატთა ევროპული ასოციაცია (EAL) დაფუძნდა 1986 წელს. პროფესიული გაერთიანება მოწოდებულია ხელი შეუწყოს ევროპის წევრი ქვეყნებისა და ასოციაციის წევრი ადვოკატთა ასოციაციების განვითარებას.

30 წელზე მეტია, ევროპის სხვადასხვა კუთხეში, ასოციაცია ორგანიზებას უწევს თემატურ სემინარებს და კონფერნციებს. ეს მოვლენები ხელს უწყობს საზოგადოების იდენტობის განვითარებას ევროპელ ადვოკატთა შორის, ისინი ასევე უზრუნველყოფენ გამოცდილების გაზიარებას.

ქართველმა და გერმანელმა ადვოკატებმა მედიაციის საკითხებზე იმსჯელეს

18 ოქტომბერი, 2017 , 21:56

"საქართელოს ადვოკატთა ასოციაციის“, „გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატისა“ და „საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის“ ორგანიზებით, თბილისში კონფერენცია - „მედიაცია გერმანი

რუსთავში სატვირთო ავტომანქანა მოზარდს დაეჯახა

18 ოქტომბერი, 2017 , 17:50

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში სატვირთო ავტომანქანა მოზარდს დაეჯახა. ინფორმაციას რუსთავის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი, ირაკლი დანელია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ რუსთავში

თბილისის ეფექტიანი მართვისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით კახა კალაძე ინოვაციური ელექტრონული პროგრამების დანერგვას გეგმავს

18 ოქტომბერი, 2017 , 17:50

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერია არ იყოს ბიუროკრატიული მმართველი ორგანო, პირიქით, ის უნდა იყოს თანამედროვე და ინოვაციური“. - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თბილისის მართვის პოლიტიკის პრეზენტაციისა

21 ოქტომბერი უქმე დღეა

18 ოქტომბერი, 2017 , 17:40

2017 წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლებსა და საა

მშენებლობის ნებართვის გაცემისას ეკოლოგიური სტანდარტისა და გზების გამტარუნარიანობის გათვალისწინება აუცილებელი იქნება - კახა კალაძე

18 ოქტომბერი, 2017 , 17:05

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, მართვის პოლიტიკის პრეზენტაციისას დედაქალაქში ურბანული განვითარების მნიშვნელობაზე კიდევ ერთელ ისაუბრა და განაცხადა, რომ მშ

მერიის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია ინსტიტუციური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი და საკადრო რეფორმა - კახა კალაძე

18 ოქტომბერი, 2017 , 17:05

„მერიის გამართული და ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელია ინსტიტუციური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი და საკადრო რეფორმების გატარება, კანონმდებლობისა და მოქმედი რეგულაციების ქალაქის განვითარების ინტერესებთან ადაპტირება

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე