უკან

სამართალი

9 თებერვალი, 2017 12:25
font-size

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პარიზში საპროტესტო აქცია გამართა

პარიზში, საქართველოს საელჩოს წინ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ცნობილ ფრანგ ადვოკატებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა, თემაზე: ,,საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს ქართველი ადვოკატების დევნა“.

ზაზა ხატიაშვილი მოითხოვს, ქართველ ადვოკატებთან მიმართებაში დაცული იყოს გაეროს კონვენციის პრინციპი და ქართველმა ადვოკატებმა საადვოკატო საქმიანობის განხორციელება დაშინების, ზეწოლის და არასათანადო მოპყრობის გარეშე შეძლონ.

ზაზა ხატიაშვილმა და ფრანგმა ადვოკატებმა გააპროტესტეს 62 წლის ადვოკატის ნათელა გოდერიძის და მზევინარ კოსტავას დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობა და მოუწოდეს ხელისუფლებას ადვოკატების დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ წინასწარი პატიმრობიდან.

ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ მზევინარ კოსტავა და ნათელა გოდერიძე არიან ხელისუფლების პირადი, პოლიტიკური პატიმრები და მოუწოდა ფრანგ კოლეგებს მიმართონ საფრანგეთის პრეზიდენტს ჩაერთოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადვოკატების გათავისუფლებაში.

ადვოკატებმა ერთობლივად მოითხოვეს ადვოკატების: გიორგი მდინარაძის, ალქსანდრე ფირცხალაიშვილის, მუხრან ღურწკაიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე ეფექტური გამოძიება და დამნაშავე პოლიციელების დასჯა კანონის მთელი სიმკაცრით.

როგორც ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, გიორგი მდინარაძის წამება არის შავი ლაქა საქართველოს სამართალდამცავი სტურქტურების არსებობის ისტორიაში. 21-ე საუკუნეში პოლიციის დაწესებულებაში, არასრულწოვანი 14 წლის მოქალაქის დასაცავად სახელმწიფოს მიერ გამოძახებული ადვოკატი, ხელბორკილებით დააბა და აწამო, ეს არის ქვეყნის სირცხვილი. საქართველოს პროკურატურამ არ დააკავა ის პირები ვინც უკანონოდ დააკავა და ბორკილები დაადო ადვოკატ გიორგი მდინარაძეს. პროკურატურის დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო, პოლიციელები დღესაც აგრძელებენ მუშაობას პოლიციაში. მამუკა მდინარაძის ინციდენტიდან რამოდენიმე კვირაში დააკავას მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მუხრან ღურწკაია ადმინისტრაციული წესით, რომელიც დაკავების მომენტში ახორციელებდა საადვოკატო საქმიანობას. დაახლოებით 6 თვიანი განხილვების შემდეგ, სასამართლომ უკანონოდ სცნო ადვოკატ მუხრან ღურწკაიას დაკავება. ადვოკატმა მიმართა სამართლებრივ პროცედურებს და მოითხოვა მისი უკანონოდ დაკავების ფაქტზე დამანაშავე პოლიციელების დასჯა. ადვოკტთა ასოციაციის თავმჯდომარეს მიმაჩნია, რომ მუხრან ღურწკიას დაკავება სავარაუდოდ პირდაპირ კავშირშია გიორგი მდინარაძის წამებასთან, ვინაიდან მუხრან ღურწკაია ყველაზე მეტად აქტიურობდა გიორგი მდინარაძის წამების ფაქტზე და ითხოვდა მოძალადე პოლიციელების დასჯას. მურან ღურწკაია გიორგი მდინარაძის წამების ფაქტზე შეხვდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, რამაც სავარაუდოდ გაანაწყენა ხელისუფლება. აქაც სახეზე გვაქვს პროკურატურის დანაშაულებრივი უმოქმედობა.

2016 წლის 21 დეკემბერს პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს ადვოკატ ალექსანდრე ფირცხალაიშვილს, რომელიც მანქანით გადაადგილდებდა 8 თვის ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად. პროკურატურას, ნაცვლად იმისა, რომ პოლიცელებისთვის ბრალი წაეყენებინა ადვოკატის შეურაცხყოფის მიყენებისთვის, 2 თებერვალს ადვოკატს წაუყენეს ბრალი.

საპროტესტო აქციის შემდეგ გადაწყდა, რომ მომავალი აქციები ჩატარდება ვენაში, ბერლინში და ბრიუსელში. ადვოკატები შეთანხმდნენ მომავალი აქციის თარიღზე და იგი გაიმართება ორ კვირის შემდეგ 24 თებერვალს ვენაში. ვენაში იგეგმება ზაზა ხატიაშვილის შეხვედარა ავსტრიის კანცლერის და პრეზიდენტის რაზიდენციაში.

საკვანძო სიტყვები:

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი