უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

15 აგვისტო, 2018 10:30
font-size

საქართველოს ახალ ტერიტორიულ პრეტენზიებს წაუყენებენ - კონსტანტინე გამსახურდია

საქართველის პირველი პრეზიდენტის უფროსი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუკის პირად გვერდზე მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერის დავით ქაცარავას ფეისბუკის სტატუსს აზიარებს და სოციალური ქსელის მომხმარებლების ინფორმაციის გავრცელებას სთხოვს.

,,მეგობრებო, ეს ძალიან სერიოზული ამბავია. გააზიარეთ მაქსიმალურად! ჩემი ინფორმაციით, 24 აგვისტოს რუსეთის სამხედრო დაზვერვა GRU ატარებს "ოსი ხალხის ყრილობას", სადაც ისინი საქართველოს წაუყენებენ ახალ ტერიტორიულ პრეტენზიებს. აქ წერია თუ რა საფრთხეებია. და თუ არის შესაძლებელი ყველანაირად დავეხმაროთ სახალხო პატრულს!

სად არის თავდაცვის სამინისტრო? მინიმუმ 3-4 რეზერვისტთა ასეული უნდა გაიგზავნოს თრუსოს ხეობაში! სად არის სუს-ი?

სასწრაფოდ გაიხსნას ევროკავშირის მონიტორინგის მისია ყაზბეგში, თუ ჯერ არ არის გახსნილი! რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო? იცოდეთ მორდორი თავდასხმისთვის ემზადება!

გააზიარეთ!“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

და მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერის დავით ქაცარავას ფეისბუქ-პოსტს აქვეყნებს:

..ჩემო მეგობრებო!

რუსული საოკუპაციო გეგმა იმაზე შორს მიდის, ვიდრე უმეტესობა ჩვენთაგანს წარმოუდგენია
როგორც იცით, 2თვის წინ საოკუპაციო რეჟიმმა თავისი მარიონეტების,ცხინვალის რეჟიმის გამოყენებით შექმნა „ტერიტორიების დაბრუნების საპარლამენტო კომისია“, რომლის დასაბრუნებელ სიაში აღმოჩნდა ქარელისა და ხაშურის რაიონებში მდებარე დოლომიტის და ტალკის საბადოები, თრუსოსა და დარიალის ხეობები.

აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ჩვენი, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ 48 -ე დღეა 24 საათიან რეჟიმში იმყოფება სოფელ კოდაში, სადაც ვაწარმოებთ ყოველდღიურ პატრულურებას და ვცდილობთ ხელი შევუშალოთ რუსების საოკუპაციო გეგმების განხორციელებას.

სანდო წყაროებზე დაყრდნობით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არსებობს სერიოზული საშიშროება სექტემბრის ბოლომდე განხორციელდეს პროვოკაცია თრუსოს ან დარიალის ხეობაში, რის შემდეგ ოკუპანტები დაიკავებენ აღნიშნულ ხეობებს, ხოლო ზემო ლარსის საზღვარი გადმოიწევს მლეთაში.

რამდენადაც წარმოუდგენლად არ უნდა ჟღერდეს მოვლენების განვითარების ზემოხსენებული ვერსია, ჩვენ გადავწყვიტეთ გადავინაცვლოთ თრუსოს ხეობაში და განვახორციელოთ 24 საათიანი პატრულირება და მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი ერთმორწმუნე ღორებს მიიტაცონ ჩვენი მიწა-წყალი.

აღნიშნული ბანაკის მოსაწყობად გვესაჭიროება თქვენი მხარდაჭერა!!!

მოგმართავთ თხოვნით დაგვეხმაროთ შესაბამისი ნივთების მოგროვებაში, იმისათვის რომ ჩვენ შევძლოთ ვიყოთ თრუსოში და შევასრულოთ ეს ძალზედ მნიშვნელოვანი მისია!!!!

კარავი დიდი, მინიმუმ 4 კაციანი,

4 საძილე ტომარა, პარალონით.

ნაჯახი, მაჩეტე, ბარი, ხერხი.

მაგიდა გასაშლელი სკამებით,

ტენტი, თოკი 40 მ, დიდი კარაბინი 10 ცალი.

ოთხი თავზე დასამაგრებელი და ორი სტაციონარული ფანარი.

აკუმულატორი სოლარ სისტემაზე და დენზე.

თერმოსი და თერმოჩანთა.

ორი ბინოკლი, ერთი მონოკულარი გადამყვანით.

ორი ფაუერბანკი.

ინტერნეტის როუტერი.

საველე შხაპი, 20 ლიტრიანი.

20 მეტრიანი დამაგრძელებელი სამი შტეპსელით.

5 მეტრიანი დამაგრძელებელი სამი შტეპსელით.

საკანცელერიო დანა, სამზარეულო დანა.

მანძილმზომი.

კონდენსატორი 220 ვოლტი,

რაციები, მინიმუმ, 4 ცალი, დამტენით.

ხელსაწყოების ყუთი ერთი დიდი, ერთი პატარა, პლუს სააფთიაქო ყუთი.

საწვიმრები, 4 ცალი.

ორი ცალი

მულტიხელსაწყო,

საბანაკე ჭურჭელი:

მინი გაზქურა, თეფშები, ჭიქები, ჩაიდანი, ტაფა, ქვაბი და დანა-ჩანგალი.

ორი ქემელბექი და ოთხი მათარა წყლისთვის.“

ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

20 სექტემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა იყო მთავარი თემა ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილება - ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების

მზად ვართ თბილისთან დისკუსიებისთვის, თუკი ხელს მოაწერენ მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიარებენ სამხრეთ ოსეთს - ანატოლი ბიბილოვი

20 სექტემბერი, 2018 , 13:15

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ოსური მხარე მზადაა დისკუსიისთვის თბილისთან იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელს მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შეს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს კეტავს

19 სექტემბერი, 2018 , 10:35

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა აცხადებს, აღნიშნული დაკავშირებულია საზეიმო ღონისძიებებთან, რომელიც ცხინვალში გაიმართება და ე.წ. რესპუბლიკის დაარსებ

ერგნეთში შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წაემომადგენლებმა ჩაშალეს

14 სექტემბერი, 2018 , 15:40

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყე

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს - სუს-ი

14 სექტემბერი, 2018 , 15:40

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრ

ევროკავშირი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს და მართლმსაჯულება აღსრულდეს გიგა ოთხოზორიას საქმეზე

13 სექტემბერი, 2018 , 11:00

ევროკავშირმა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოთქვა. ამის შესახებ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`