უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 აგვისტო, 2024 11:32
font-size

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. მათივე ცნობით, საიამ 2024 წლის 26 იანვარს მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოუწოდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები ევროპის საბჭოში აგვისტოს ომის შედეგად და შემდგომ პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიერ დაზარალებულებისთვის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შესაქმნელად. საიას მიმართვას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უკუკავშირი ამ დრომდე არ მოჰყოლია.

„აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები. საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების ხელყოფის კიდევ ერთ უმძიმეს შემთხვევას წარმოადგენდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი, უმუშევრობა, სოციალური პროგრამების შესახებ დაბალი ინფორმირებულობა, საბაზისო სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე წვდომის ნაკლებობა.6

აღნიშნულს ამწვავებს ის ფაქტიც, რომ კვლავ აღუსრულებელია ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთისთვის დაკისრებული კომპენსაციის ვალდებულება. კერძოდ, 2023 წლის 28 აპრილს, ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოსთვის 130 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელიც მან სახელმწიფოთაშორის დავაზე 2021 წლის 21 იანვარს მიიღო. რუსეთის ფედერაცია არ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დღეის მდგომარეობით, გარიცხულია ევროპის საბჭოდან და მისი გაცხადებული პოლიტიკაა, არ აღასრულოს ევროპული სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებები, მათ შორის, არ გადაიხადოს დაკისრებული საკომპენსაციო თანხა.

საიამ 2024 წლის 26 იანვარს მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოუწოდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები ევროპის საბჭოში აგვისტოს ომის შედეგად და შემდგომ პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიერ დაზარალებულებისთვის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შესაქმნელად. საიას მიმართვას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უკუკავშირი ამ დრომდე არ მოჰყოლია. აუცილებელია, სახელმწიფო ყველა დიპლომატიურ და საერთაშორისო-სამართლებრივ მექანიზმს იყენებდეს რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად.

ამის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება ,,რუსული კანონით“ ღიად ებრძვის სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე კონფლიქტით დაზარალებული პირების უფლებების დასაცავად. რუსული კანონი და სხვა უფლებების მომეტებულად მზღუდავი ტენდენციები, ასევე, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 16:56

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა კი არაფერი იყო! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომა

ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე

17 ნოემბერი, 2025 , 13:51

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის იმ რიტორ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა

17 ნოემბერი, 2025 , 13:08

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინ

ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ - ისინი პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოში შეძლებენ

17 ნოემბერი, 2025 , 12:57

„ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ც

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება, ბიზნესომბუდსმენი გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში

17 ნოემბერი, 2025 , 12:42

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განა