უკან

მსოფლიო

15 მარტი, 2019 11:20
font-size

საქართველოს აქვს ყველა რესურსი, რომ იყოს ჩვენი საიმედო პარტნიორი - JETRO-ის პრეზიდენტი იასუში აკაჰოში

სამწუხაროდ, იაპონური კომპანიები სრულად ვერ აცნობიერებენ იმ პოტენციალს, რაც საქართველოს ბაზარს აქვს; ამიტომ, გავაგრძელებთ იაპონელი ხალხისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას, რათა მათ საქართველოში ბიზნესის კეთების სურვილი გავუღვივოთ,- ამის შესახებ იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) პრეზიდენტმა იასუში აკაჰოშიმ საქართვეელო-იაპონიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ისეთ მსხვილ იაპონურ კომპანიას, როგორიცაა “ტოიოტა” უკვე მრავალი წელია, სარეალიზაციო ოფისი აქვს საქართველოში, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.

გარდა ამისა, JETRO-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.

“რა გახსენდებათ საქართველოს სახელის გაგონებისას?! 8000-წლიანი და მსოფლიოში უძველესი ქართული ღვინო თუ კავკასიის წყალუხვი მდინარეებიდან მომდინარე მინერალური წყალი, რაც უკვე იაპონიის სავაჭრო ობიექტების დახლებზეა?! თუ ორთაბრძოლების ისტორია, რადგან კავკასიაში ქართველი ერი აღმერთებს ორთაბრძოლების სულისკვეთებას?! საგაზაფხულო ტურნირი ამჟამად იმართება ოსაკაში და მასში ქართველი ათლეტები მონაწილეობენ სუმოისტ ტოჩინოშინთან და გაგამარუსთან ერთად.

თუ ბიზნესზე ვისაუბრებთ, სამ ძირითად ფაქტორზე მსურს ყურადღების გამახვილება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, საქართველო ყველა რეიტინგში მოწინავე ადგილს იკავებს, მათ შორის მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამთავრობო ინიციატივა, მათ შორის ანტიკორუფციული ზომები ქმედითია. საერთაშორისო კომპანიებისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, უცხოეთში ბიზნესის წარმოებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გამჭვირვალობას. ამ მიმართულებით, საქართველოს ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ საიმედო პარტნიორი იყოს ჩვენთვის. გარდა ამისა, საქართველოში ბევრი საუბრობს ინგლისურად. საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დამთავრებული აქვს მსოფლიოში ცნობილი სასწავლებელი და ამერიკაშიც აქვს განათლება მიღებული. საერთაშორისო ბიზნესისთვის ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ხალხი წარმატების მომტანი ფაქტორია.
ბოლო საკითხი, რაზეც მსურს თქვენი ყურადღების გამახვილება, საქართველოს ადგილმდებარეობაა. ქვეყანა ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს. ევროპაზე გასასვლელი გვექნება შავი ზღვის გავლით. კასპიის ზღვაც იქვეა, ცენტრალურ აზიაზე გასასვლელად.

სამწუხაროდ, იაპონური კომპანიები სრულად ვერ აცნობიერებენ იმ პოტენციალს, რაც საქართველოს ბაზარს გააჩნია. ამიტომ, გავაგრძელებთ იაპონელი ხალხისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას, რათა მათ საქართველოში ბიზნესის კეთების სურვილი გავუღვივოთ”, - განაცხადა იასუში აკაჰოშიმ.

საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი ტოკიოში დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ფორუმში 150-ზე მეტი, მათ შორის 30-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს.

ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება

16 მაისი, 2019 , 15:20

უკრაინის არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება. ეროვნული რადას დადგენილებით, ინაუგურაცია 20 მაისს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე უმაღლესი რადას შენობაში, საზეიმო სხდომათა დარბაზში შედგე

პალერმოში ქართველ ტურისტს სცემეს და გაძარცვეს

16 მაისი, 2019 , 11:20

იტალიის ქალაქ პალერმოში უცნობმა პირებმა ქართველ ტურისტს სცემეს და გაძარცვეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. ინციდენტი კალსას რაიონში ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, ქართველ ტურისტსა და იტალიელ იურისტს თავს ხუთი

ტოკიოში გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“ დასრულდა

13 მაისი, 2019 , 13:40

ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse” გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“ დასრულდა. გამოფენამ, რომელიც ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში იაპონიის დედაქალაქში ორი თვე მიმდინარებდა,

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით აირჩიეს

11 მაისი, 2019 , 10:45

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით აირჩიეს. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღია მმართველ

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის მოხსენებაში რუსეთის მიერ სუვერენიტეტის ხელყოფასა და რუსეთ-საქართველოს ომზეა საუბარი

10 მაისი, 2019 , 10:20

აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ 2020 ფისკალური წლისათვის მოთხოვნილი ბიუჯეტის განხილვისას აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის, პატრიკ შენაჰანისა და გაერთიანებული შტაბი

პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებსა - შსს დღეისთვის დაგეგმილი აქციების მონაწილეებს მიმართავს

9 მაისი, 2019 , 10:40

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 მაისს დაგეგმილი აქციების მონაწილეებს მიმართავს. უწყების ცნობით, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგ