უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 მარტი, 2017 15:55
font-size

საქართველოს არცერთ მდინარეში ბანაობა არაა მიზანშეწონილი - ნინო ჩხობაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, მდინარეების დაბინძურების დონის გამო იქ ბანაობა არამიზანშეწონილია.

„იქიდან გამომდინარე, რომ 27 000 მდინარიდან ჩვენ აღარ დაგვრჩა არცერთი სუფთა მდინარე, გარდა იმისა, რომ ეს პრობლემა არის უფრო გლობალური, უფრო სერიოზული, არცერთი მდინარე არ დარჩა საქართველოში, რომელიც დაბინძურებულია არა მარტო საყოფაცხოვრებლო ნარჩენებით, არამედ იქ იყრება დავარდნილი ლეში, საქონელი, ყველაფერი, რაც არის ყოვლად დაუშვებელი და ნიშნავს იმას, რომ საქართველოს არცერთ მდინარეში არ არის მიზანშეწონილი ბანაობა“, - განაცხადა ჩხობაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

მისი განმარტებით, მდინარეებში საგანგაშო სიტუაცია გამოიწვია როგორც მოსახლეობის დაბალმა თვითშეგნებამ, ასევე სოფლებსა და სხვა საცხოვრებელ პუნქტებში ნაგავსაყრელების არარსებობამ, რომელიც აიძულებს ადგილობრივ მოსახლეობას, ნარჩენები მდინარეში გადაყაროს.

ჩხობაძის თქმით, საქართველო, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა შეუერთდეს 4 დირექტივას, რომელიც მდინარეების დასუფთავებასა და მათზე ზედამხედველობას ეხება.

„ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჩვენ 4 დირექტივას უნდა შევუერთდეთ და ავამოქმედოთ. ერთერთია წყლის ჩარჩო-დირექტივა და ერთერთია საბანაო წყლების დირექტივა, რომელიც ნიშნავს, რომ ყველა წყალი, ყველა წყალსაცავი, სადაც მოსახლეობას უყვარს ბანაობა, სისტემატურად უნდა მოწმდებოდეს და მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, შეიძლება თუ არა იქ ბანაობა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვერცერთმა ტბამ , ვერცერთმა მდინარემ ვერ უზრუნველყოს ის სტანდარტი, რომ იქ ბანაობა შეიძლებოდეს, იმიტომ რომ ჩვენთან ასეთი ტიპის დაკვირვებები მინიმალურია“, - განაცხადა ჩხობაძემ.

ანა მებურიშვილი

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი