უკან

საზოგადოება

14 თებერვალი, 2020 15:55
font-size

საქართველოს ბანკი და SOLO ხელოვნების განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს

საქართველოს ბანკი და SOLO ხელოვნების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ჰოლოგრამების მუზეუმის იდეის ავტორთან, ლევან ბახიასთან ერთად, მასშტაბურ პროექტს HOLOSEUM-ს იწყებს.

როგორც “მედიანიუსს“ საქართველოს ბანკიდან აცნობეს, პროექტის მიზანია ქართველი და არამარტო ქართველი არტისტების ხელოვნების შედევრების პოპულარიზაცია. თეატრის მხატვრების ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. HOLOSEUM-ი ერთგვარი მუზეუმია ჩარჩოების გარეშე, რომელიც დამთვალიერებელს გაცოცხლებულ ნახატებში მოგზაურობის დაუვიწყარ გამოცდილებას შესთავაზებს. ეს არის პერმანენტული მუზეუმი, რომელიც ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენით გაიხსნება და აპრილამდე გასტანს. საქართველოს ბანკის და SOLO-ს პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

გამოფენა ჩარჩოების გარეშე დამთვალიერებელს 120 პროექტორით, 750 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე, ანიმირებული ნახატების სამყაროში ამოგზაურებს. მუზეუმში სხვადასხვა ინტერაქციული თუ სტატიკური ტექნიკების და დანათების გამოყენებით შექმნილია ჰოლოგრამული და მოცულობითი ვიზუალი. სწორედ ჰოლოგრამის სახით იქნება გამოფენილი მუზეუმში ისტორიული მოვლენები, ისეთი საინტერესო ნიმუშები, როგორიც სოლიკო ვირსალაძის თეატრალური და სასცენო ესკიზები და ნამუშევრებია. მომხმარებელი ასევე შეძლებს მულტი განზომილებიანი პროექციების სამყაროში იხილოს ლადო გუდიაშვილის და სხვა არტისტების ნამუშევრები.

პროექტის მიმდინარეობის პარალელურად ჰოლოგრამების მუზეუმი გარდაიქმნება ღია სივრცედ, სადაც ხელოვნების, კულტურის, მეცნიერების, ინოვაციების, განათლების, მუსიკის განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით გაიმართება ახალგაზრდა არტისტების ინსტალაციების გამოფენა, საინტერესო თოქები და ვორქშოპები, სემინარები. ასევე, მოეწყობა წიგნისა და იოგის კლუბები, კინოჩვენებები.

„მოხარულები ვართ რომ მოგვეცა შესაძლებლობა, წვლილი შეგვეტანა ამ ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებაში. ჰოლოზეუმი ეს არის პროექციების სამყარო, სადაც შუქი, მოძრაობა და მუსიკა სიცოცხლით ავსებს ქართულ მხატვრობას, ხელოვნებას და ისტორიას, რითიც ასე მდიდარია ჩვენი ქვეყანა. გვინდოდა ამ პროექტის განხორციელებით კიდევ უფრო შეგვეწყო ხელი ქართველი ნიჭიერი არტისტების შემოქმედების პოპულარიზაციისთვის. მხარი დაგვეჭირა ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, მეცნიერებისთვის, ინოვატორებისთვის. იმედი გვაქვს, ჰოლოგრამების მუზეუმის უნიკალური სივრცე შესაძლებლობას მისცემს როგორც ქართველ, ისე უცხოელ დამთვალიერებელს, უფრო ახლოს გაეცნონ ქართულ ხელოვნებასა და კულტურას, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში და საინტერესოდ გაატარონ დრო მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

"ჰოლოზეუმი არის ადგილი სადაც ჩვენ ვეცდებით რომ წარმოვადგინოთ ქართული ნიჭი. დიახ ხელოვნება ნიჭიდან იწყება და ჩვენ, ქართველები სამწუხაროდ, სათანადოდ კარგად არ ვიცნობთ ჩვენს ნიჭსა თუ კულტურას. პირველი გამოფენა ფიროსმანს ეძღვნება და დარწმუნებული ვარ, ფიროსმანი ყველას სმენია, თუმცა ბევრისთვის არ არის ცნობილი ნახატები, რომელსაც ფიროსმანი ხატავდა.

ჰოლოზეუმი დამთვალიერებელს მისცემს შესაძლებლობას 21 საუკუნეში შეეხოს წარსულს. ამიტომ ველით ყველას, ვისაც მხატვრობა და შემოქმედება უყვარს, "- განაცხადა პროექტის ავტორმა, ლევან ბახიამ.

NS

კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 22 ოჯახს გადასცა

17 თებერვალი, 2020 , 17:10

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. კახა კალაძის თქმით, წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც

19 თებერვლიდან, ყოველ ოთხშაბათს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება

17 თებერვალი, 2020 , 17:05

19 თებერვლიდან, ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათზე, აბიტურიენტთა ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრის საგნობრივი

ეროვნული ბანკი ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

17 თებერვალი, 2020 , 16:20

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს "საფინანსო სექტორის მიმოხილვისა" და "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" გამოქვეყნებას. მათში დეტალურადაა მოცემული ფინანსური და მაკრ

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობამ თავმჯდომარე და წევრები აირჩია

17 თებერვალი, 2020 , 15:40

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობას ახალი წევრები და თავმჯდომარე ჰყავს. როგორც „მედიანიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, შესაბამისი გა

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა

17 თებერვალი, 2020 , 15:31

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა. ამის შესახებ „მედიანიუსს&ldquo

ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის ნაცვლად მერიას რესტორნის აშენებას სთავაზობენ

17 თებერვალი, 2020 , 14:45

ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებელი კომპანია მერიას სასტუმროს ნაცვლად რესტორნის აშენებას სთავაზობს. ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ზაქაიძემ თქვა, რომ 1958 წელს აშენებულ რესტორან ბუდაპეშტს აღადგენენ. მის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`