უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

4 აგვისტო, 2020 10:52
font-size

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს ახალ აგროპროექტს სთავაზობს

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკი ნუშის ან ზეთისხილის ბაღის გაშენებისთვის ფერმერებს ახალ აგროპროექტს სთავაზობს, რაც ძირითადი და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნით აგროსესხის გაცემას ითვალისწინებს.

შეთავაზება გულისხმობს მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას, მათ შორის „კონსულტანტის“ შრომის ანაზღაურებას. აგროსესხი 4 წლის განმავლობაში ბაღის გაშენება / მოვლისთვის საჭირო საბრუნავი სახსრების სრულად დაფინანსებასაც მოიცავს.

აგროშეთავაზების ფარგლებში სესხის მაქსიმალური ვადა 120 თვეა. აგროპროექტის უპირატესობას წარმოადგენს ბანკის ჩართულობა, რათა ფერმერმა წინასწარ მოიპოვოს კონტრაქტი ადგილობრივ და საერთაშორისო შემსყიდველებთან. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ჩართვის შემთხვევაში შეთავაზებაზე ვრცელდება „დანერგე მომავალისა“ და „იაფი აგროკრედიტის“ საშეღავათო და საგრანტო პირობები.

აგროპროექტი Bar Lev Group-თან პარტნიორობით ხორციელდება. Bar Lev Group წარმოადგენს ესპანურ სანერგე კომპანია Agromillora-სა და ბაღების მენეჯმენტის კომპანია Todoviloს, ასევე ებრაული სარწყავი სისტემების მწარმოებელ კომპანია Netafim-ს.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობისთვის ახალი, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები შევთავაზოთ. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ წავახალისოთ აგრობიზნესები და ამ მიზნით მათ ამჯერად ნუში/ზეთისხილის ბაღის გაშენება/მოვლისთვის სპეციალურ პირობებს ვთავაზობთ. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ის სრულად ფარავს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის საჭირო ხარჯებს, ასევე მთლიანად აფინანსებს 4 წლის განმავლობაში ბაღის გაშენებისა და მოვლისთვის საჭირო სახსრებს. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს აგრომიმართულების მხარდაჭერას“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
NS

საქართველოდან 3,430 ტონა თხილია ექსპორტირებული

18 სექტემბერი, 2020 , 14:20

17 სექტემბრის მონაცემებით საქართველოდან 3,430 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 58 %-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ქართული თხი

გორში მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის დროს ქალი გადაარჩინეს

17 სექტემბერი, 2020 , 14:10

გორში მეხანძრე-მაშველებმა ქალი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გორის ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და

ატენის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

17 სექტემბერი, 2020 , 11:10

30-მდე მეხანძრე-მაშველი აგრძელებს მუშაობას ატენის ტყეში, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ცეცხლის ღია კერა არ არსებობს და მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზა

დავით ბაქრაძემ დუშეთში მაჟორიტარობის კანდიდატად შალვა ნათელაშვილის შვილი წარადგინა

15 სექტემბერი, 2020 , 17:30

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ დუშეთში, პარტიის მხარდამჭერებს, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი "ლეიბორისტული პარტიიდან", ბექა ნათელაშვილი წარუდგინა, რომელსაც "ევროპული საქართველო" მხარს უჭერს. დავ

მთიანაჭარაში ევროპული დონის ველობილიკი მოეწყობა

14 სექტემბერი, 2020 , 16:45

მთიანაჭარაში პროფესიონალი და მოყვარული ველოსიპედისტებისთვის ახალი ველობილიკი მოეწყობა. 6 კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დაკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან ერთად ე.წ. “Down H

გორსა და სოფელ მატანში დაინფიცირების მიზეზი 100-კაციანი ქორწილია - მარინა ეზუგბაია

14 სექტემბერი, 2020 , 12:15

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გორსა და სოფელ მატანში ინფიცირების შემთხვევები 5 სექტემბერს გორში გამართულ 100-კაციან ქორწილს უკავშირდება. ეზუგბაია მოქალაქეებს კვლავ