უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 მაისი, 2025 15:18
font-size

საქართველოს ბანკი საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერია - რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში

ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერია.

წელს საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობა 120-მა ახალგაზრდამ მიიღო. შედეგად, გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებული - ნინი გაფრინდაშვილი, რომელიც 12-17 მაისს ლონდონში, საჯარო მეტყველების კონკურსის საერთაშორისო ტურში მიიღებს მონაწილეობას.

„კონკურსი სათავეს 1998 წლიდან იღებს. თავდაპირველად მონაწილეთა რაოდენობა სულ რაღაც 10-ს შეადგენდა, თუმცა მას შემდეგ ყოველწლიურად პროექტში მონაწილეთა რაოდენობა იზრდება და ბოლო წლებში ყოველწლიურად მინიმუმ 100-120 მონაწილე გვყავს. საჯარო მეტყველების კონკურსში, ამ 27 წლის განმავლობაში, ჯამში, დაახლოებით 2000-ზე მეტ ახალგაზრდას აქვს მიღებული მონაწილეობა“, - აღნიშნავს თეიმურაზ კორკოტაშვილი, საჯარო მეტყველების კონკურსის პროექტის მენეჯერი.

ინიციატივა ახალგაზრდებს ეხმარება, განავითარონ და დახვეწონ საკუთარი ორატორული უნარები, კრიტიკული აზროვნება და შეიძინონ მეტი თავდაჯერებულობა.

„როგორც მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, მასში მონაწილეობა ძალიან დიდ გამოცდილებას აძლევს ახალგაზრდებს, რომელიც დიდწილად შემდგომი კარიერული წარმატებების საწინდარი ხდება, რასაც ნათლად ასახავს კონკურსში მონაწილეების მრავალფეროვანი მიღწევები“, - აღნიშნავს თეიმურაზ კორკოტაშვილი.

ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი 50-ზე მეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი. შედეგად, ეს არის მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი კონკურსი, რომელშიც, 16-დან 20 წლის ჩათვლით, მილიონზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული.

ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებულს კი აქვს შესაძლებლობა, ლონდონში გამართულ საერთაშორისო ტურზე 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს (გამარჯვებულს) შეხვდეს და გახდეს საჯარო მეტყველების კონკურსის საერთაშორისო ქსელის წევრი.

“კონკურსში კონკურენცია ძალიან დიდია, ამიტომ გამარჯვებულის ბედი შესაძლოა ძალიან მცირე დეტალმა გადაწყვიტოს, თუმცა მაინც გამოვყოფდით რამდენიმე ძირითად თვისებას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია გადმოცემის უნარი - კონკურსანტმა ნათლად და ამომწურავად უნდა მიიტანოს სათქმელი აუდიტორიასთან. მნიშვნელოვანია აგრეთვე არავერბალური მხარეც, გარკვეულ წილად, ყურადღება ექცევა მონაწილის არტისტულ უნარებსაც. რა თქმა უნდა, ინგლისური ენის ცოდნა ძალიან მაღალ დონეზე. ეს ალბათ უპირველესი აუცილებლობაა, თუმცა წლების მანძილზე ამ კონკურსში რთულია იპოვოთ ისეთი ახალგაზრდა, რომლის ინგლისურიც არ შეესაბამებოდა კონკურსის მოთხოვნებს. მეტიც, ძალიან რთულია იმის მიხვედრა, რომ ბევრი მონაწილისთვის ინგლისური მშობლიური ენა არ არის. ასევე, მონაწილე უნდა იყოს ძალიან დამაჯერებელი. მნიშვნელოვანია ჰქონდეს თვითრწმენა, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს!“ - განმარტავს თეიმურაზ კორკოტაშვილი.

აღნიშნული თვისებების გაუმჯობესებაში დიდ როლს თამაშობს კონკურსის ფარგლებში ექსპერტებისა და ამ კონკურსის წინა წლებში გამარჯვებული სპიკერების მიერ გამართული ტრენინგები და კონსულტაციები. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსის გამარჯვებულები ლონდონში დამატებით ტრენინგებსა და კონსულტაციებს გადიან, რომელსაც საერთაშორისო გამოცდილი ექსპერტები უძღვებიან.

“განათლების სფეროს წარმატება ნებისმიერი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია. და, ამ მიმართულებით, არც საქართველოა გამონაკლისი. საჯარო მეტყველების კონკურსი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ წლების მანძილზე რამდენ გამორჩეულ ახალგაზრდას მოუყარა თავი, კიდევ უფრო დაეხმარა განვითარებაში და შემდგომში, სხვადასხვა სფეროში. წარმატებულ და შემდგარ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და საქართველოს ბანკის ხედვა და მთავარი ორიენტირი - აღმოვაჩინოთ და ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის. სწორედ ჩვენი სპონსორის დამსახურებაა ამ კონკურსის ასეთ მასშტაბებზე გასვლა, ვინაიდან, მონაწილეები გვყავს, როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში 5 დღით გაემგზავროს ლონდონში საერთაშორისო ფინალში მონაწილეობის მისაღებად“.

საჯარო მეტყველების კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - სალომე ზურაბიშვილი

12 დეკემბერი, 2025 , 17:14

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 12 დეკემბერს მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს. „დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! არა საქართველოს და

წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას

12 დეკემბერი, 2025 , 16:35

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და

მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard

12 დეკემბერი, 2025 , 12:30

SOLO-ს და Mastercard-ის ტრადიციად ქცეული საახალწლო კინოჩვენებები გრძელდება. 10 იანვარს, უყურეთ Disney-ს ლეგენდარულ ანიმაციურ ფილმს - „მეფე ლომს“, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ცოცხალი შესრულების თ

STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

11 დეკემბერი, 2025 , 19:03

საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმარ

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

11 დეკემბერი, 2025 , 16:41

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათ შორის, უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი ს

ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა - სატყეო სააგენტო

11 დეკემბერი, 2025 , 16:32

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრებულია, – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშ