უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 მაისი, 2025 10:54
font-size

საქართველოს ბანკის ბიზნესის მიმართულებაში დიდი განახლებაა

საქართველოს ბანკის ბიზნესის მიმართულებაში დიდი განახლებაა. მომხმარებლების საქმიანობის მხარდაჭერისა და მათთვის დამატებითი შესაძლებლობების გაზიარების მიზნით, ბიზნესისთვის შექმნილ ციფრულ პროდუქტებსა და ფიზიკურ საბანკო მომსახურებას არაერთი სიახლე შეემატა.

განახლების ფარგლებში, ბიზნეს მობილბანკს დაემატა წერილების მოდული, რომლის მეშვეობით კიდევ უფრო გამარტივდა და დაჩქარდა ბიზნესსა და ბანკს შორის კომუნიკაცია. აღსანიშნავია, რომ წერილების მოდული აქამდე მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტბანკში იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერი ადგილიდან, სასურველ დროს, მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

განახლების ფარგლებში, საქართველოში პირველად, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, სრულად ციფრულად უზრუნველყოფისა და დამატებითი დოკუმენტების გარეშე, ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკის საშუალებით მოითხოვონ 80 000 ლარამდე თანხა, 3 თვით უპროცენტოდ ან 3-48 თვემდე ვადით (ეფექტური 19%-დან). სესხის გააქტიურება კი მობილბანკში, 2 წუთამდე დროშია შესაძლებელი.

განახლება ეხება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერსაც. რეგიონში უნიკალურ ციფრულ პლატფორმას ემატება ახალი ფუნქციონალი „Ad Quality”, რომლითაც განისაზღვრება ის, თუ რომელ არხებში გამოჩნდება ბიზნესის მიერ საკუთარი მომხმარებლებისთვის შექმნილი შეთავაზება (ფასდაკლება, PLUS ქულები თუ ქეშბექი).

სულ მალე საქართველოს ბანკის ხუთ ფილიალში, ბიზნესის დაწყების მსურველი რეზიდენტი ინდ.მეწარმები ან შპს-ები ბიზნესის დაარეგისტრირებას შეძლებენ. მომავალში ამ ფილიალების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და სერვისი რეგიონებშიც იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციისთვის, ფილიალში რეგისტრირებული ბიზნესი შეძლებს ადგილზე, ან მობილბანკში გახსნას ანგარიში და საჩუქრად მიიღოს სასტარტო ნაკრები 6 თვით უფასოდ; ბიზნეს ანგარიში, ბიზნეს ბარათი, ტერმინალი 3 თვით მომსახურების საკომისიოს გარეშე და ონლაინ გადახდები — საკომისიოს გარეშე.

ბიზნეს მობილბანკში ხელმისაწვდომი გახდება სატენდერო გარანტიის პროდუქტიც. კომპანიებს, რომლებსაც ტენდერში მონაწილეობისთვის გარანტიის წარდგენა სჭირდებათ, დოკუმენტის მიღება უზრუნველყოფის გარეშე, დისტანციურად, 1 საათში შეეძლებათ.

„საქართველოს ბანკი ბიზნესის დიდი განახლება ჩვენი სტრატეგიული მიზნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი და ამ ხედვას ემსახურება თითოეული პროდუქტი თუ სერვისი, რომელსაც მუდმივ რეჟიმში ვანახლებთ. ბიზნეს მობილბანკში, Ads მენეჯერში თუ ფილიალებში დამატებული პროდუქტები ბიზნესების ხელშეწყობას, მის ზრდასა და განვითარებას ემსახურება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ვართ პირველები ქვეყანაში ვინც, ბაზარს შესთავაზა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე ბიზნეს სესხის გაციფრულებით; გარდა ამისა, გავაჩინეთ მეტი შესაძლებლობა, რათა ბიზნესები სამიზნე აუდიტორიას ადვილად მიწვდნენ და წარუდგინონ საკუთარი შეთავაზებები; გავამარტივეთ ბიზნესებისთვის რისკების დაზღვევა და სხვა. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ სიახლეს შევთავაზებთ ბიზნესს“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკი ბიზნესის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

საკვანძო სიტყვები:

რა დაგხვდებათ საქართველოს ბანკის მობილბანკში − მაისის განახლება

16 მაისი, 2025 , 17:35

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს, რათა მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახადოს.  სწორედ ა

უკრაინაში მებრძოლ ქართველს რუსეთმა 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

16 მაისი, 2025 , 17:30

უკრაინაში მებრძოლ ქართველს, თორნიკე გოგუაძეს რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.  გოგუაძე საერთაშორისო ძე

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

16 მაისი, 2025 , 17:22

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდ

PLUS გათამაშება გრძელდება – მოიგეთ 100, 1 000 ან 10 000 ლარი

16 მაისი, 2025 , 15:06

საქართველოს ბანკის PLUS გათამაშება გრძელდება და თუ მასში ახლავე ჩაერთვებით, შესაძლებლობა გექნებათ, გათამაშების ფარგლებში, ნებისმიერი გადახდისას 100, 1 000 ან 10 000 ლარი მოიგოთ. ინფორმაციისთვის, გათამაშება 1 ივნისამდე გრ

Wolt x SOLO - ისარგებლეთ Wolt+ გამოწერის სერვისით უფასოდ 1 წლით

15 მაისი, 2025 , 18:10

SOLO-მ პარტნიორ ფინურ კომპანია ვოლტთან ერთად, მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზება მოუმზადა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, SOLO მომხმარებლები Wolt+-ის  1 წლიანი უფასო გამოწერის სერვისით ისარგებლებენ. შეთავაზების გ

15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის მატება - გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ მდინარის კალაპოტთან გადაადგილებისას -„ჯივიპი“

15 მაისი, 2025 , 15:57

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაიერის“ ინფორმაციით, 15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყა