უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

31 ივლისი, 2020 16:25
font-size

საქართველოს ბანკის ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველო ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკის, აწარმოე საქართველოსა და „ზოდი“-ს ქვის საწარმოს პარტნიორობით კომპანიამ შემდგომი განვითარების მიზნით, რამდენიმე დაზგა-დანადგარი შეიძინა. განხორციელებული ინვესტიცია კომპანიას მისცემს შესაძლებლობას გადაამუშაოს მთის ლოდები და საბოლოო პროდუქციის სახით ბუნებრივი ქვის ფილები (გრანიტი, ბაზალტი, კირქვა, დიაბაზი და ტუფი) აწარმოოს.

„ზოდი“-მ 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო ქართული ბუნებრივი ქვების (გრანიტი, ტუფი, დიაბაზი, ბაზალტი, კირქვა) საწარმოს გახსნის იდეის განხორცილება. „ზოდი“-ს ქართული ქვის საწარმოში იწარმოება მაღალი ხარისხის და კონკურენტული ფასის ქართული ქვები. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 000 000 ლარია, რომლიდანაც 2 500 000 ლარი დაფინანსებულია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით. საწარმო, რომელიც 9200 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული აღჭურვილია იტალიური, თურქული და ჩინური თანამედროვე დანადგარებით, მისი წლიური წარმადობა 50 000 მ2ია. საწარმოში დღეის მდგომარეობით 30მდე ადამიანია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ პოსტ პანდემიურ პერიოდში, მიუხედავად ეკონომიკურ-სოციალური კრიზისისა, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ზოდი“-მ საცალო ქსელი გააფართოვა. კერძოდ, 2020 წლის ივლისში, „ზოდი“-ს ქსელს კიდევ ერთი ფილიალი, ამჟამად ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე შეემატა.

„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა და მისი სამომავლო განვითარების ხელშეწყობა. საქართველოს ბანკი ცდილობს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი პროექტები უწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნეს გარემოს წახალისებასა და ეკონომიკის განვითარებას. პროექტში საქართველოს ბანკის ფინანსური თანამონაწილეობის თანხა ორ მილიონზე მეტ ლარს შეადგენს“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

ზოდის შესახებ: „ზოდი“ ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. კომპანიის ძირითადი მიმართულებები შიდა და გარე კარების, ბუნებრივი ქვების, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაციაა. საქართველოში „ზოდი“ 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დასაქმებული ყავს 230-მდე ადამიანი და ყოველდღიურად საშუალოდ 350 მომხმარებელს ემსახურება. „ზოდის“ საკუთრებაშია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ოსტატებით დაკომპლექტებული ქვის საამქრო, სადაც უახლესი დაზგა-დანადგარებით მზადდება ბუხრები, სამზარეულოს ზედაპირები, ფანჯრის რაფები, ბარის ზედაპირები, კიბის საფეხურები, იატაკის მოსაპირკეთებელი ფილები და სხვა.
NS

ეკონომიკის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებთან ეკონომიკური სტიმულირებისა და ხელშეწყობის პაკეტების მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილი

24 სექტემბერი, 2020 , 17:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო აღნიშნული ბიზნეს-მიმართულების წინაშე დღეს არსებული გამოწვევები. ა

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმოებას აფართოვებს. კომპანიამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო და დღეს ბრენდის ნ

კომერციული ბანკების მოგება აგვისტოში გაიზარდა - ვალუტის ყიდვა-გაყიდვით კი 71.8 მლნ ლარის ზარალი მიიღეს

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზ

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 12.3 პროცენტით შემცირდა

18 სექტემბერი, 2020 , 11:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მილიონ ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტ

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

18 სექტემბერი, 2020 , 10:55

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agree

ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება

16 სექტემბერი, 2020 , 15:25

ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.