უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ივნისი, 2019 13:07
font-size

საქართველოს ბანკის ჯგუფი (Bank of Georgia Group PLC) ქვეყანაში ერთერთი წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის- extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

საქართველოს ბანკის ჯგუფი ელექტრონული ეკოსისტემების განვითარებას აგრძელებს და ერთერთი წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის- extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს.

პლატფორმა საკუთარი ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით ხელს უწყობს გაყიდვების ზრდას, როგორც მომხმარებლებს (C2C), ასევე ბიზნესსა და მომხმარებელს შორის (B2C). აღსანიშნავია, რომ პლატფორმას თვეში დაახლოებით 350,000 ვიზიტორი სტუმრობს. ამჟამად, მასზე დარეგისტრირებულია დაახლოებით 80,000 მომხმარებელი, განთავსებულია 100,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი და მომსახურება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ extra.ge საძიებო სისტემებში კარგად არის პოზიციონირებული და აქვს მართვის მოქნილი ინსტრუმენტები. პლატფორმის ინვესტირებით საქართველოს ბანკის ჯგუფი აგრძელებს ციფრული ტექნოლოგიების ადგილობრივ ბაზარზე განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიას, რაც არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს მისცეს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ კიდევ უფრო მეტი სარგებელი ბანკთან ურთიერთობით.

საქართველოს ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით პლატფორმა გახდება კიდევ უფრო მეტად დინამიური, მსხვილმასშტაბიანი ციფრული სავაჭრო სივრცე, პროდუქტის და მომსახურების ფართო არჩევანითა და სრულიად ახალი სავაჭრო გამოცდილებით. extra.ge-ის მთავარი მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ონლაინ შოპინგის გამოცდილება და არჩევანი საუკეთესო ფასად. სს საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის საფუძველზე იგეგმება პლატფორმაზე სრულად ინტეგრირებული საბანკო პროდუქტებით სარგებლობის ახალი შესაძლებლობა. მომხმარებელი შეძლებს წინასწარ დამტკიცებული განვადების, სესხის გააქტიურებას, სს საქართველოს ბანკში არსებული მოქნილი ერთჯერადი ავტორიზაციისა და გადახდის სისტემებით სარგებლობას.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის ჯგუფი აგრძელებს ციფრული პლატფორმების წარმატებით გაფართოებას, რათა შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ღირებულება ჩვენი მომხმარებლისათვის. extra.ge-ი გახლავთ ახალი ციფრული შეთავაზება, მარტივი და კომფორტული პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს ერთმანეთთან საუკეთესო გარიგება დადონ, ისარგებლონ სს საქართველოს ბანკის მიერ შეთავაზებული მაღალი ხარისხის ფინანსური საბანკო მომსახურებით. პლატფორმა საქართველოს ბანკის გუნდის მხარდაჭერით განახლდება და ის როგორც საცალო ბიზნეს მომხმარებლებისთვის, ასევე, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა ახალი სამომხმარებლო გამოცდილების მისაღებად და ბიზნესის დინამიურ, მოქნილ ციფრულ გარემოში გასავითარებლად",- განაცხადა საქართველოს ბანკის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

NS

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

კახა კალაძე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში გამრეკელის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს გაეცნო

12 აპრილი, 2024 , 13:56

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მიმდინარეობს არსებული ავარიული 4-სართულიანი შენობის სრული დემონტაჟი, რომელსაც დღეს დედაქალაქის მ

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

12 აპრილი, 2024 , 12:01

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე ჩააბარეს.  როგორც ჟურნალისტებთან ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ

საქართველოს ბანკის Mastercard ბიზნეს ბარათის მფლობელები ტექნოლოგიური ბრენდების სერვისებზე სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ

11 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკმა და Mastercard-მა ბიზნესებისთვის სპეციალური შეთავაზებები შექმნა. ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო გადახდების კომპანიასთან ერთად, ბიზნეს საქმიანობის უკეთ წარმართვისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის საჭი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი