უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 მაისი, 2019 14:45
font-size

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „Tbilisi Waterfall” აშენდება

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ორთაჭალაში 17 სართულიანი, 164 ნომრიანი სასტუმრო აშენდება. პროექტს კომპანია „RRestate“ ახორციელებს. ორთაჭალაში, კომპანიის საკუთრებაში არსებული 13 500კმ.მ-ის მიწის ნაკვეთზე სასტუმრო აშენდება 1000 კვ.მ-ზე, დანარჩენი ტერიტორია კი დაეთმობა პარკის გაშენებას და ინფრასტრუქტურის მოწყობას. სასტუმროში განთავსდება 2 რესტორანი, კლუბი, 2 საკონფერენციო დარბაზი და 2 ბარი. სასტუმროს გამოარჩევს ხელოვნური ჩანჩქერი რომლის სიგანე 13 მეტრია, რაც ხელოვნურ ჩანჩქერებს შორის ყველაზე განიერია.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქალაქს კიდევ ერთი მწვანე, მაღალი სტანდარტების სასტუმრო შეემატება. მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის, ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ტურიზმისა და მასპინძლობის ხელშეწყობა და მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერა. სასტუმროს გამოარჩევს ორიგინალური კონცეპცია და აუზი 15-ე სართულის ხედით. სასტუმროს მშენებლობაში საქართველოს ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 3 მილიონამდე დოლარს შეადგენს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

„მოხარული ვართ რომ შედგა თანამშრომლობა ჩვენსა და საქართველოს ბანკს შორის პროექტის "Tbilisi Waterfall"-ის განსახორციელებლად, თავად პროექტის იდეა გაჩნდა ემირატებში მიღებული გამოცდილებიდან, სადაც საინვესტიციო ბაზარი ერთერთი ყველაზე განვითარებულია მსოფლიოში. ჩვენ ვეცადეთ შეგვექმნა პროექტი რომელიც შეძლებდა საშუალოდ 15% წლიური მოგების მიღებას და ამ მხრივ უფრო საინტერესო წინადადება გვექნებოდა მსოფლიო ბაზარზე. ამისათვის შევქმენით საპროექტო კომპანია კიევში, გაყიდვების კომპანია ემირატებში და სამშენებლო კომპანია თბილისში, შედეგად ბოლო 1 წლის განმავლობაში შევძელით მოგვეზიდა 12 მილიონი აშშ დოლარამდე ინვესტიცია 50-მდე სხვადასხვა ინვესტორისაგან. ვფიქრობთ ამ კუთხით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი კომპანიაც მომავალში აპირებს ამ კუთხით განვითარებას“, - განაცხადა „RRestate“ -ის დამფუძნებელმა, რევაზ თურმანიძემ.

ინფორმაციისთვის, სასტუმროს კონცეპციაში ინოვაციას წარმოადგენს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში სტუმრებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი რეგისტრაციის და გასაღების გარეშე, სმარტფონით გააღონ ნომრის საკეტი. სასტუმროს ყველა ნომერი აღჭურვილია ჭკვიანი სახლის პრინციპით, თანამედროვე მოწყობილობების საშუალებით სტუმრები შეძლებენ მართონ ნომერში არსებული ტექნიკა, (ტელევიზორი, მოუსმინონ მუსიკას) დაარეგულირონ ოთახისა და წყლის ტემპერატურა, ჩამოაფარონ და გახსნან ფარდები, შეუკვეთონ საკვები და ა.შ.

NS

ეკონომიკის გახსნას გარკვეული უსაფრთხოების ზომებიც უნდა ახლდეს თან - ლეშეკ ბალცეროვიჩი

30 მაისი, 2020 , 17:45

„ეკონომიკის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. პოლონეთიც ხსნის საკუთარ ეკონომიკას, თუმცა, ეტაპობრივად და მე ამას მხარს ვუჭერ. მაგრამ საჭიროა ეპიდემიის რისკების ან ეპიდემიის განახლების რისკების განხილვა. სწორედ ამიტომ, ე

მოხარული ვარ, რო, AE SOLAR - მა დღეს ქარხნიდან პროდუქციის პირველი პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნა - ნათია თურნავა

30 მაისი, 2020 , 17:38

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა და პირადად გაეცნო მის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. გერმანული კომპანია საქართველოში მზის ენ

`ატლანტიკ საქართველოს` გაფართოების პროცესი ადასტურებს, რომ საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა შექმნილი - ნათია თურნავა

30 მაისი, 2020 , 17:25

„როდესაც ჩვენ უკვე პრაქტიკულად ვმართავთ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებას და ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა გახსნას იწყებს, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს ისეთი საწარმოები, რომლებიც პირველ რიგში უცხოელი ინვესტორ

წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა - ნათია თურნავა

30 მაისი, 2020 , 17:00

მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა &

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში შვეიცარიის ელჩს შეხვდა

30 მაისი, 2020 , 12:52

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში შვეიცარიის ელჩს, პატრიკ ფრანცენს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიას შორ

COVID-19-მა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნებში ხილ-ბოსტნეულის მიწოდების ჯაჭვი დააზიანა - EBRD-ი და FAO

29 მაისი, 2020 , 16:08

ხილ-ბოსტნეულის მიწოდება ფერმიდან მომხმარებლის მაგიდამდე უაღრესად გართულდა COVID-19-ის პანდემიის, მოძრაობაზე შეზღუდვების, ტრანსპორტირების ხარჯების ზრდისა და დახურული ბაზრების გამო, - ამის შესახებ FAO-ს მიერ გავრცელებ