უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 მაისი, 2018 14:20
font-size

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სასტუმრო “სტამბა”- ს მშენებლობის პროექტი განხორციელდა

საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „აჭარა ჯგუფი“ კიდევ ერთ ქართულ ბრენდს - Stamba Hotel-ს წარმოგიდგენთ. ახალი სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაში არის განთავსებული. პირველ ეტაპზე სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ 40 მაღალი სტანდარტის (52 კვ.მ) ოთახით და 2 suit-ით (79 კვ.მ). ამ ეტაპზე „სტამბაში“ დასაქმებულია 600 ადამიანი. მას შემდეგ რაც სასტუმრო სრულად ამუშავდება, ხელმისაწვდომი იქნება 150 ნომერი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება 750-მდე.

სასტუმროში განთავსებულია „კაფე სტამბა“ (Café Stamba), სადაც სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ადგილობრივი ფერმერების აგროპროდუქტებისაგან დამზადებული ქართული და ევროპული სამზარეულო.

სასტუმროს ხუთსართულიანი ატრიუმის ტიპის ბეტონის ფოიე - Jungle Lobby - არის უნიკალური მრავალწლოვანი მცენარეებით დატვირთული. ამ სივრცეს კრავს შენობის თავზე მოწყობილი საცურაო აუზი გამჭვირვალე ფსკერით. აჭარა ჯგუფის არქიტექტურული გუნდის დიზაინერების მიერ განახლებული შენობა ინარჩუნებს თავის პირველად, ისტორიულ სახეს. შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც.

სასტუმრო Stamba გამორჩეული ინტერიერით Design Hotels-ის წევრი გახდა.

„მოხარულები ვართ, ვიყოთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილი. დიდია „აჭარა ჯგუფის“ წვლილი როგორც რეგიონების, ისე დედაქალაქის ურბანული განვითარების საქმეში, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და საქართველოს პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში. საქართველოს ბანკი მოწოდებულია ხელი შეუწყოს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს. როგორც დაფინანსებით, ასევე პროფესიული რჩევებით მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ხელი შეუწყოს სექტორის განვითარებასა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების ხელმძღვანელმა, ვასილ ხოდელმა.
NS

საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ასოცირებული წევრი გახდა

16 ნოემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) წევრობა, კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,

თბილისის მერიამ საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა

16 ნოემბერი, 2018 , 12:15

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შევიდა. თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 10 მილიონით იზრდება და ის 871 მილიონი იქნება. "ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განც

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 09:00

15 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.27 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

15 ნოემბერი, 2018 , 17:35

15 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.27 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა - საქსტატი

15 ნოემბერი, 2018 , 15:15

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა. საქსტატის ცნობით, ამ პერიოდში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 173 ლარი და 80 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელ

ვაშინგტონში ქართული მეღვინეობის შესახებ კონფერენცია გაიმართა

15 ნოემბერი, 2018 , 14:05

აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი კონფერენციით დასრულდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენცია აშშ-ს სტრატეგიის

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`