უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 ოქტომბერი, 2019 16:25
font-size

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით “ვაჩნაძიანის ველი” ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაში Stockholm Food and Wine 2019 -ში მიიღებს მონაწილეობა

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით “ვაჩნაძიანის ველი” ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაზე Stockholm Food and Wine 2019-ზე დასასწრებად გაემგზავრება.

ფართომასშტაბიანი გამოფენა 8-10 ნოემბერს ჩატარდება. ყოველწლიურად ღონისძიებას 30-35 ათასამდე სტუმარი სტუმრობს.

„საქართველოს ბანკის მიზანია მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს შემდგომ განვითარებაში და პროდუქციის საზღვრებს გარეთ, საერთაშორისო არენაზე გატანაში. გვინდა ხელი შევუწყოთ მათ სექტორის ძირითად მოთამაშეებთან ახალი კავშირების, პოტენციური პარტნიორების მოძიებაში. შვედეთის ღვინის ფესტივალი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ქართულ ღვინოსთან ერთად საქართველო მთელს მსოფლიოს გავაცნოთ. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არამხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვის“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, Stockholm Food and Wine 2019-ის ორგანიზატორებისა და შვედი მომხმარებლების მხრიდან ინტერესი ქართული ღვინის მიმართ ბოლო წლებში საგრძნობლად მზარდია, რაზეც ღვინით ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. ღვინის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის 9 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში 65,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე. კერძოდ, ექსპორტი შვედეთში გაზრდილია 397%-ით. მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 44%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობით ღვინის მწარმოებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, უკეთ გააცნონ საკუთარი პროდუქცია შვედ მომხმარებელს, ადგილობრივ ექსპერტებს, სომელიეებს, ღვინის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს და იმპორტიორებს, რომლებთანაც კავშირების დამყარება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს შვედურ ბაზარზე ქართული პროდუქციის დამკვიდრებაში.

NS

პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

14 ნოემბერი, 2019 , 15:30

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ორგანიზაცია „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათ რუსთაველ

ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, რათა მინიმალურად იყოს დაყვანილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაული - კახა საბანაძე

14 ნოემბერი, 2019 , 13:15

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალ კურსთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კახ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა

14 ნოემბერი, 2019 , 11:10

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 45 საზოგადოებრივი კვების ობიექტში დარღვევები გამოავლინა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში 976 დოკუმენტი შეამოწმეს და 229 ინსპექტირება

ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით - გიორგი გახარია

14 ნოემბერი, 2019 , 11:10

ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმი

მიხეილ ჩხენკელმა ზუსტად იცის რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სამინისტროში - გიორგი გახარია

14 ნოემბერი, 2019 , 11:10

ბატონი მიხეილი შეძლებს სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს განათლების სამინისტროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, მიხ

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

14 ნოემბერი, 2019 , 10:25

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდ