უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ნოემბერი, 2025 19:06
font-size

საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ნაკრების წევრებს უმასპინძლა

საქართველოს ბანკი, როგორც ქართული სპორტის, განსაკუთრებით კი ქართული ფეხბურთის ქომაგი და მთავარი სპონსორი, ქართველი ფეხბურთელების მხარდაჭერას აგრძელებს. საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა დღეს დაგროვილი ქონების ისტორიულ შენობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ეროვნული ნაკრების წევრებს უმასპინძლა.

„მოხარული ვარ რომ დღეს მაქვს პატივი, ვუმასპინძლო საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, სპორტსმენებს, რომლებმაც სრულიად შეცვალეს ფეხბურთის ისტორია ბოლო წლების განმავლობაში და ის საერთოდ სხვა ეტაპზე აიყვანეს. მადლობა მათ თითოეული ემოციისთვის, სიამაყის მიზეზისთვის, მეტოქის კარში გატანილი თუ ჩვენი კარის მისამართით აღებული გოლისთვის. მადლობა იმისთვის, რომ კვლავ გაგვახსენეს გულშემატკივრობის გემო, ერთიანობის სიხარული. მადლობა იმისთვის, რომ დაგვაჯერეს, ზღაპრის ბოლო რომ კეთილია და გაგვხადეს იმ მოვლენის მონაწილეები, შვილიშვილებს რომ მოვუყვებით. ძალიან გვეამაყება, რომ ჯერ კიდევ 2022 წლიდან საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკი მხარს უჭერს არამხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, არამედ ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს. ამ პარტნიორობით თავიდანვე გვსურდა ჩვენი წვლილი შეგვეტანა იმ საქმეში, რასაც ქართული სპორტის განვითარება ქვია. ჩვენთვის განსაკუთრებით დიდი პატივია ეროვნული ნაკრების გვერდით დგომა, რადგან მათ უკვე მოგვიტანეს არაერთი შთამბეჭდავი გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, მათი წარმატება ბევრ ახალგაზრდას მისცემს სტიმულს, არ გაჩერდეს და კიდევ უკეთ აითვისოს და გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი“,- აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

“უკვე სამ წელზე მეტია, რაც საქართველოს ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია და შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ ეს თანამშრომლობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ნაყოფიერია ქართული ფეხბურთის თანამედროვე ისტორიაში. ამ წლებმა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა, არამედ დაუვიწყარი გამარჯვებები და ისტორიული წარმატებები — როგორც ეროვნული, ისე ასაკობრივი და ქალთა ნაკრებების, ასევე ფუტსალის ეროვნული გუნდის დონეზე. საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელი სტუმრობა საქართველოს ბანკში სიმბოლურად წარმოაჩენს იმ მჭიდრო ურთიერთობას, რომელიც ჩვენს ორგანიზაციებს შორის ჩამოყალიბდა. მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ერთად ვიზრუნოთ ფეხბურთის განვითარებზე და წვლილი შევიტანოთ მომავალი თაობების წარმატებაში. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, კიდევ უფრო გაფართოვდება და ახალ ენერგიას შესძენს ქართული ფეხბურთის წინსვლას — როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ”, - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ თამაშს 15 ნოემბერს, ესპანეთთან 21:00 საათზე, დინამო არენაზე გამართავს. 18 ნოემბერს კი ეროვნული ნაკრები სოფიაში, ბულგარეთის გუნდს დაუპირისპირდება.

კახა კალაძემ მოქალაქეებთან ყოველკვირეული შეხვედრები დაიწყო

12 ნოემბერი, 2025 , 21:27

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებთან ყოველკვირეული შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის მერიის შესაბამისი

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა `ვივამედიდან` N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს

12 ნოემბერი, 2025 , 20:44

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციუ

გალტ & თაგარტის გუნდის წევრებმა ენერგეტიკის ფორუმზე გამოცდილება გააზიარეს

12 ნოემბერი, 2025 , 15:05

თბილისში, GREDA-ს და Expo Georgia-ს ორგანიზებით, მაღალი დონის საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენა და ფორუმი გაიმართა. ფორუმის მთავარი თემა საქართველოსა და მსოფლიოში ენერგეტიკის ლიდერებს შორის კავშირების გაძლიერება იყო. ღო

თბილისში იტალიური დიზაინისა და პრემიუმ ხარისხის მულტიბრენდული მაღაზია Principe გაიხსნა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

12 ნოემბერი, 2025 , 15:00

საქართველოს ბანკი პარტნიორ ბიზნესების გაძლიერებას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ამჯერად, იტალიური დიზაინისა და პრემიუმ ხარისხის  მულტიბრენდული მაღაზია Principe გაიხსნა.

საქართველოს ბანკმა 450,000,000 ლარის 11.5%-იანი ევრობონდები გამოუშვა

12 ნოემბერი, 2025 , 13:08

საქართველოს ბანკმა 450 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ევრობონდები გამოუშვა. ლარში დენომინირებული ევრობონდების  სარგებელი 11.50%-ია, მისი დაფარვის ვადად კი 2028 წლის 17 ნოემბერი განისაზღვრა. ტრანზაქციის მე

მუხიანის აგარაკებზე სანიაღვრე კოლექტორი ეწყობა

12 ნოემბერი, 2025 , 12:55

გლდანის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე, ცენტრალური სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის პროექტს ახორციელებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამუშაოები ნეკრესი