უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 თებერვალი, 2020 10:50
font-size

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით უნიკალური ბიზნეს სივრცე შექმნეს

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს.

როგორც „მედიანიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ამ მიზნით ბანკმა ბიზნესისთვის უნიკალური სივრცე - 4B შექმნა. ეს არის ადგილი, სადაც ბანკის კლიენტ ბიზნესებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ სხვადასხვა ღონისძიებას, დაგეგმონ სამუშაო შეხვედრა, გაეცნონ მათთვის საინტერესო ადამიანებს, მიიღონ მათთვის საჭირო რჩევები და სასარგებლო ინფორმაცია.

„საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებს ახალ ბიზნეს სივრცეში პერსონალური ბანკირი მოემსახურება. ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაჯავშნონ და ისარგებლონ სამუშაო სივრცეებით და გაეცნონ პარტნიორი კომპანიების მიერ მათთვის შექმნილ სპეციალურ შეთავაზებებს.

საგანმანათლებლო მიზნით, 4B-ის სტატუსის მქონე კლიენტებს ახალ სივრცეში უახლესი ბიზნესგამოცემებისა და ბიზნესლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.

4B ეს არის შესაძლებლობა ბიზნესებისთვის დაამყარონ ახალი კავშირები, იპოვონ ახალი მომხმარებლები, მომწოდებლები ან, თუნდაც, ახალი ბაზრები.

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერია. ჩვენ მნიშვნელოვან ადგილს ვიკავებთ მომხმარებლების ცხოვრებაში და აქტიურად ვმონაწილეობთ მათი ბიზნესის განვითარების ყოველდღიურ პროცესში. 4B-ს მეშვეობით კარს ვხსნით და ერთ სივრცეში სამუშაოდ ვიწვევთ ბანკს, მსხვილ მომხმარებლებსა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს, რათა ერთად ვიზრუნოთ თითოეული ბიზნესის ზრდასა და წახალისებაზე. 4B-ში, ერთი მხრივ, თავი მოვუყარეთ ჩვენს ყველაზე გამოცდილ ბანკირებს, მეორე მხრივ კი, შევქმენით ბიზნესსივრცე, სადაც მოვაწყობთ ღონისძიებებს, გვექნება სამუშაო შეხვედრები, სადაც მომხმარებლები გაიცნობენ სხვადასხვა სექტორის მოთამაშეებსა და პროფესიონალებს, რომლებიც ბიზნესამოცანებს წარმატებით ასრულებენ. შესაძლებლობები უსაზღვროა და 4B სწორედ ამ უსაზღვრო შესაძლებლობებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს, რაც დაეხმარება ბიზნესებს შემდგომ განვითარებაში“,-განაცხადა „საქართველოს ბანკის”გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

დენის დარტყმის შედეგად 4 წლის ბავშვი დაიღუპა

3 აგვისტო, 2020 , 17:40

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში 4 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში, სადაც ბავშვს დენმა სადენებთან შეხები

მთავრობის ადმინისტრაციამ „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

3 აგვისტო, 2020 , 17:40

მთავრობის ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების და ექსპერტების მონაწილეობით, „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის ადმი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0719 ლარი გახდა

3 აგვისტო, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0719 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0721 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

“პროცესი დაცლილია პოლიტიკური შემადგენლისგან” - ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

3 აგვისტო, 2020 , 17:20

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. საბჭოს ინფორმაციით, საქართველოს კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების“ შესახებ საჯარო დაწესებულებებს ავალდ

ბედნიერი ვარ, რომ მისი ლოცვა-კურთხევა მივიღე - გრიგოლ ვაშაძე

3 აგვისტო, 2020 , 17:20

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. „უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმიღო, და მე მას ილიაობ

საპატრიარქომ თამარ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე ოჯახს კურთხევა მისცა

3 აგვისტო, 2020 , 17:10

საპატრიარქომ თამარ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე ოჯახს კურთხევა მისცა. საპატრიარქოში ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, მან შეხვედრაზე მყოფ ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე