უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივნისი, 2019 14:52
font-size

„საქართველოს ბანკის“ კლიენტებისთვის Adizes-ის ინსტიტუტმა სემინარი გამართა

„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით, საერთაშორისოდ ცნობილმა ადიზესის ინსტიტუტმა ბანკის კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებისთვის სემინარი გამართა.

როგორც „მედიანიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, სემინარის მთავარი თემა იყო, როგორ შევუწყოთ ხელი ეფექტურ ტრანსფორმაციას მეწარმეობიდან პროფესიულ მენეჯერობამდე. მათივე ცნობით, სემინარს, რომელსაც თავად იცხაკ ადიზესი ონლაინ რეჟიმში ერთვებოდა, 50-ზე მეტი ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერი, საქართველოს ბანკის პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, იცხაკ ადიზესმა სემინარის მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი 40 წლიანი გამოცდილება იმ მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც კორპორაციებს აძლევს შესაძლებლობას, დესტრუქციული კონფლიქტების გარეშე, დაჩქარებული ცვლილებებით მიაღწიოს განსაკუთრებულ შედეგებს. მან ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტულ ინსტრუმენტებსა თუ წესებზე, რომელიც ეხმარება ბიზნესს, სწორად მართოს პროცესები.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია რომ საერთაშორისოდ აღიარებული საკონსულტაციო კომპანიისა და მისი ხელმძღვანელის მიერ გამართული სემინარი დაეხმარება ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს სამომავლო განვითარებაში, სწორი ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ეფექტურობის გაზრდაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

NS

ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა- ნიკა გვარამია

17 აგვისტო, 2019 , 10:43

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხი" დაფუძნდა. ის საჯარო რეესტრის ამონაწერსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის 51%-ს ნიკა გვარამია ფლობს

თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

17 აგვისტო, 2019 , 10:36

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. დიდუბის რაიონი – 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება

ბრალდებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

16 აგვისტო, 2019 , 16:40

ბრალდებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ოჯახი მის შეწყალებას ითხოვს. გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასულიერო პირის საპატიმროდან გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართეს. უფლებადამცველები ყურადღებას სასულიერო პი

მიხეილ სააკაშვილი `იმედის` დოკუმენტურ ფილმს ეხმაურება

16 აგვისტო, 2019 , 15:51

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "იმედის" დოკუმენტურ ფილმს ეხმაურება, სადაც აგვისტოს ომის დაწყებაში წინა ხელისუფლება არის დადანაშაულებული და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ბრალეულობა უკანა პლანზეა გადატანი

თვდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში დამკვიდრებულია არასწორი პრაქტიკა და კონტროლის სუსტი მექანიზმები - სახელმწიფო აუდიტის სამსახური

16 აგვისტო, 2019 , 13:07

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს საბინაო ფონდის მართვის ნაკლოვანებებზე მიუთითებს. როგორც თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობის აუდიტშია აღნიშნული, უწყებაში წლების განმავლობაში დამკვი

სამაგისტრო გამოცდების შედეგები ცნობილია

16 აგვისტო, 2019 , 12:59

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება კი, 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 23 აგვისტო

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს