უკან

ეკონომიკა

28 მარტი, 2020 10:40
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ამუშავდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად.

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.

ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები- პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს.

„შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში. მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.

ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:

Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში.

Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან.

საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდს: www.adapter.ge

მშენებლობის და დეველოპმენტის გადაცემის ეფექტი არის უაღრესად დიდი - ეს არ ნიშნავს მხოლოდ კომპანიების დახმარებას, ეს ნიშნავს, ჩვენი მოქალაქეების დახმარებას - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 18:24

მშენებლობა და დეველოპმენტი, კრიზისამდე, პანდემიამდე შეადგენდა ჩვენი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის

დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმა მაქსიმალურად მოიცავს ყველა სოციალურ ჯგუფს და ხელს უწყობს, რომ სექტორში შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 13:42

საკმაოდ მოკლე დროში ეფექტურად ვიმუშავეთ და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრო

100 მილიონი დოლარის სესხი საქართველოში კოვიდ-19-ით დაზარალებულ ჯანდაცვასა და ეკონომიკას მოხმარდება - აზიის განვითარების ბანკი

28 მაისი, 2020 , 11:43

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გავრცელების შეჩერების, ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილე

კონტრციკლური ბუფერი 0 პროცენტზე რჩება

27 მაისი, 2020 , 12:38

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0 პროცენტზე დატოვა. აღნიშნული ბუფერის მოთხოვნა წლის ბოლომდე უცვლელად შენარჩუნდება. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებ

ისტორიული ბორჯომი ჰესის აღდგენა ბორჯომ-პარკს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის - ნათია თურნავა

26 მაისი, 2020 , 17:41

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ისტორიული ბორჯომი ჰესის სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ბორჯომ-პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში პეტერბურ

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა

25 მაისი, 2020 , 19:02

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.30 მლრდ ლარით, ანუ 4.49%-ით ნაკლებია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის