უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

8 ივლისი, 2022 16:09
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩოხატაურში თაფლის საწარმო ფართოვდება

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მიზნით პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ჩოხატაურში, სოფელ ხევში, თაფლის საწარმო ფართოვდება. საწარმო წლიურად 4 ტ. მოცულობის წაბლისა და ცაცხვის თაფლს აწარმოებს, რომელიც სრულად მოდის შესაბამისობაში ევრო სტანდარტებთან.

პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მიერ 3,200 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. ფინანსური რესურსი დამატებითი სკების და საჭირო დანადგარების შეძენას მოხმარდა.

„ამჟამად ჩვენი საქმიანობა 200 ოჯახ ფუტკარს აერთიანებს, ხოლო ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჭირო დანადგარები შევიძინეთ, რაც გვეხმარება მოკლე პერიოდში გაზრდილი რაოდენობის თაფლი ვაწარმოოთ. თუმცა, აქ არ ვჩერდებით და გვინდა კიდევ მეტად განვავითაროთ წარმოება. გეგმაში გვაქვს 160 სკის შეძენა და დამატებით 100 ოჯახი ფუტკრის დამატება. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ წარმოება - 1 საათში შევძლებთ 1 ტ. მოცულობის თაფლის დაწურვას, რის შემდეგაც შევძლებთ ავითვისოთ საექსპორტო ბაზრებიც“, - აცხადებს საწარმოს ხელმძღვანელი, გიორგი მამალაძე.

„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესპროექტების მხარდაჭერას. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ქართული წარმოების განვითარებაში. ჩვენი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით კიდევ მეტ ბიზნესს და ადგილობრივ წამოწყებას შევუწყოთ ხელი, რადგან მსგავსი პროექტების წარმატება დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, აჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და ახალ შესაძლებლობებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

მიხეილ ჩხენკელი ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

1 ოქტომბერი, 2022 , 12:07

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აჭარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ბათუმის პირველ საჯარო სკოლას ეწვია, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სა

რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მლნ ლარი, ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით 2 წელში უნდა დავასრულოთ გაზიფიცირება; 900 მლნ ლარამდე დაიხარჯება სოფლის მეურნეობასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის - პრემიერი

30 სექტემბერი, 2022 , 15:44

რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მლნ ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით 2 წელში უნდა დავასრულოთ გაზიფიცირება. დღეს თუ არის 90%-ზე მეტი გაზიფიცირებული, ეს პროცენტი კიდევ უფრო უნდ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გუმბათი ჯგუფი“ ბათუმში სასტუმროს ტიპის კომპლექს აშენებს

30 სექტემბერი, 2022 , 11:19

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით „გუმბათი ჯგუფი“ ბათუმში, 14 692 კვ.მ-ზე, 15 სართულიან სასტუმროს ტიპის კომპლექს  აშენებს. აქედან, 1000 კვ.მ-ზე კომერციული

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თითოეულმა მევენახემ სრულად დააბინაოს მიღებული მოსავალი”- ოთარ შამუგია კახეთში რთველის მიმდინარეობას გაეცნო

21 სექტემბერი, 2022 , 11:30

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთში იმყოფებოდა, სადაც რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. „ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თითოეულმა მევენახემ სრულად დააბინაოს მიღებული მოსავალი. სწორედ

ქუთაისში ვახტანგ გომელაური ჩავიდა

20 სექტემბერი, 2022 , 17:51

ქუთაისში, სადაც ბანკში თავდამსხმელია შეჭრილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა. გომელაური უკვე "საქართველოს ბანკის" შენობასთან იმყოფება. შენობასთან მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია, სამედიცინო  

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი“ და ტურისტებისთვის საინტერესო სივრცე გაიხსნება

19 სექტემბერი, 2022 , 10:40

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით გორში „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი“ გაიხსნება. პროექტის მხარდაჭერის მიზნით ბანკის მხრიდან 1 მლნ ლარის მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი