უკან

საზოგადოება

19 ნოემბერი, 2019 18:15
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მორიგი Fuckup Nights Tbilisi გაიმართება. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის.

მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, ისაუბროს პროფესიული მარცხის შესახებ, დრო სასიამოვნო გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროს. Fuckup Nights Tbilisi არის სივრცე, სადაც მონაწილეები ისმენენ ბიზნესისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, განიხილავენ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც გაფუჭდა, საუბრობენ პროდუქტზე, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. Fuckup Nights-ის სპიკერები იქნებიან: ზურა “დილა” ჯიშკარიანი-Anima Chatbotics-ის თანადამფუძნებელი; მარტა ბარამიძე- street-food ანტრეპრენერი; ზიად ალიევი- მუსიკოსი და ზურა ვარდიაშვილი- პუბლიკა • Publika-ს გენერალური დირექტორი.

ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნება 20 წუთიანი დოკუმენტური ფილმი Startup Generation, რომელიც მეწარმეობას, ინოვაციას და ტექნოლოგიებს ეხება. მასში 14 ქართველი მეწარმე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე საუბრობს თუ რა ნიშნავს იყო ანტრეპრენერი. დოკუმენტურ ფილმში ყურადღება გამახვილებულია 12 წარმატებულ პროექტზე და სტარტაპების ეკოსისტემის ანალიზზე, წარმატებულ მაგალითებზე, რომელიც ახალისებს მეწარმეობას, როგორც წარმატებულ კარიერულ შესაძლებლობას.

„შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იქნება სივრციდან და სპიკერების თემატიკიდან გამომდინარე. შეხვედრის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ყველა ერთად ვაგრძელებთ საკუთარ და სხვის შეცდომებზე სწავლას, რაც გვეხმარება იმაში, რომ ავიმაღლოთ მოტივაცია და თავს უფლება მივცეთ, მეტად ინოვაციურები ვიყოთ საქმიანობაში და მარცხის არასდროს შეგვეშინდეს“,-აღნიშნავენ ორგანიზატორები.

Fuckup Nights Tbilisi-ის სცენა ღიაა მათთვის, ვინც არ უშინდება ფართო აუდიტორიასთან საკუთარ მარცხზე საუბარს. Fuckup Nights -ის სცენამ 17 შეხვედრის დროს უკვე უმასპინძლა სტარტაპებს, არქიტექტორებს, ანტრეპრენერებს, ეკონომისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ჟურნალისტებსა და პრომოუტერებს, უამრავ სხვა საინტერესო პროფესიის ადამიანს, რომლებმაც წარუმატებლობის საკუთარი ისტორია გააზიარეს. Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო. დღეს ღონისძიებები ყოველთვიურად მსოფლიოს 300-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველო გლობალურ მოძრაობას 2018 წლის 13 აპრილს შეუერთდა და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყანასა და 318 ქალაქში მიმდინარეობს.

NS

კოჯორში გეგმური სიტუაციური საველე შეკრება „ისარი 2020“ მიმდინარეობს

5 ივლისი, 2020 , 11:28

საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საველე შეკრების „ისარი 2020“-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციი

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5 ივლისი, 2020 , 11:07

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 951 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანა

სოფელ ანაგის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

4 ივლისი, 2020 , 16:55

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით დღეს გზის გადაკეტვაც სცადა თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამისი საშუალება არ მისცა. ადგილობრივების ინფორმაციით, უკვე წლებია უწყლობის პრ

ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ სამომავლოდ კვოტირების გარეშეც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს - მამუკა ხაზარაძე

4 ივლისი, 2020 , 16:10

“ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე,” - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის&rdquo

ნუნუ მიცკევიჩმა თბილისში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა

4 ივლისი, 2020 , 16:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესთან ერთად თბილისის 103-ე სკოლაში საგამოცდო ცენტრი მოინახულა.

ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ -კელი დეგნანი

4 ივლისი, 2020 , 15:10

ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებების დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება, – ამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე