უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 თებერვალი, 2020 12:00
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში 12 სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი (საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ესტონეთი, თურქეთი, იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი, საფრანგეთი, სომხეთი, უკრაინა) იქნება 80-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივი უნივერსიტეტი, კოლეჯი, ასევე, უმაღლესი სასწავლებელი და პროფესიული განათლების დაწესებულება.

გამოფენაზე მისული მომავალი სტუმრები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სპეციალურად სტუდენტებისთვის შექმნილ ბარათს, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას ტრანსპორტში გადაიხადონ შეღავათიანი ტარიფით, უფასოდ გამოიყენონ მობილბანკი, ინტერნეტბანკი, SMS ბანკი, TskApp აპლიკაცია, დააგროვონ PLUS-ები. ასევე, ისარგებლონ სტუდენტური შეთავაზებებით სხვადასხვა სავაჭრო თუ კვების ობიექტებში.

გამოფენაზე მისული სტუდენტები განათლების მიღების შესაძლებლობებსა და სასწავლო პროგრამებს გაეცნობიან. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ის საგანმანათლებლო პროექტები რასაც საქართველოს ბანკი უკვე წლებია ახორციელებს. ესენია: ფულბრაიტის, ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამები. შარშან ბანკმა ახალი სასტიპენდიო პროგრამის Miami Ad School-ის განხორციელებაც დაიწყო, რომელიც ყოველწლიურად ერთ ქართველ სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას, Miami Ad School Europe-ში სრული დაფინანსებით ისწავლოს.

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება თემატური ღონისძიებები პრეზენტაციები, ვორკშოპები, ლექციები და სემინარები. ასევე დაჯილდოების ფარგლებში გამოვლინდება დამთვალიერებლის რჩეული; ყველაზე ინტერაქტიული, ინოვაციური და ინფორმაციული სტენდი, ასევე ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდებიან საგანმანათლებო ორგანიზაციები.

„საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, არაერთი წელია მხარს უჭერს განათლებას, აფინანსებს სამაგისტრო სტიპენდიებს დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და ახლა უკვე გერმანიაშიც. ასევე, აფინანსებს განათლებასთან დაკავშირებულ საინტერესო პროექტებს. მაგალითად- ჩივნინგის, ფულ ბრაიტის, სან დიეგოს უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამას. ბანკი წარმატებული სტუდენტებისთვის ქმნის ახალ შესაძლებლობებს. სწორედ შარშან, ბანკმა დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც, ყოველ წელს, ერთი ქართველი სტუდენტი Miami Ad School Europe-ში სრული დაფინანსებით ისწავლის.

მოხარული ვართ, ვიყოთ ასეთი მასშტაბური და საერთაშორისო განათლების გამოფენის მხარდამჭერები. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ სტუდენტებს, მიიღონ უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მათთვის სასურველ უნივერსიტეტში, შეიძინონ ევროპული და დასავლური გამოცდილება და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ცოდნა და მიღებული გამოცდილება მოახმარონ საკუთარ კარიერულ წინსვლასა და განვითარებას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

NS

ვის ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება? - სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა

9 აპრილი, 2020 , 17:05

საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

ეს იმდენად დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:55

ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე მის დამძიმებაზე, ან პირიქით და ვნახოთ როგორ განვითარდება ვითარება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ადამიანების ჯანმრთელობა, - ამის

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:25

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს გეგმაზე ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს ერთ დღეში და ერთ კვირაში ვერ მოხდება. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გე

79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:10

ჩვენ 10 დღის განმავლობაში ვმუშაობდით და საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში,

მინდა მოვუწოდო ყველას, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ქოლ-ცენტრ 144-ზე ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახ

გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები, ამ სახელმწიფოს შექმნის პროცეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`