უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ოქტომბერი, 2019 14:15
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართა

საქართველოს ბანკი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას განაგრძობს.

ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გურჯაანის „ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართა. ღონისძიებას 10 000-მდე შიდა თუ საერთაშორისო ტურისტი და ფესტივალის 200-მდე მონაწილე დაესწრო.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ღვინო და ხელნაკეთი ნივთები, ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ქართული პოლიფონია და ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები. მოეწყო შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ საუკეთესო ღვინო, მონაწილეობა მიეღოთ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სხვადასხვა აქტივობაში, შეჯიბრებასა და გასართობ თამაშში, მოესმინათ არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერი და სხვა ქართული პოლიფონიური სიმღერები.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი რამდენიმე თვე მუშაობდა იმისთვის, რომ სტუმრებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. წლევანდელმა ღვინის ფესტივალმა, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური, განსხვავებული და სიახლეებით სავსე იყო, სტუმრებს მთელი საქართველოდან და მეგობარი ქვეყნებიდან უმასპინძლა“, – აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორმა, ეკა ცისკარაშვილმა.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ათვისებას და მის შემდგომ განვითარებას. ასევე, ბიზნესების წახალისებას, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით მოეხდინათ საკუთარი ნაწარმის პოპულარიზაცია. მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები მათ ეხმარება, დაამყარონ ახალი კავშირები და მოიძიონ ახალი პარტნიორები“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

მეღვინეობის ქალაქმა ფესტივალს წელს მესამედ უმასპინძლა და მის ფარგლებში წარმოდგენილი იყო როგორც ქვევრში დაყენებული, ისე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი-DataFest Tbilisi გაიმართება

13 ნოემბერი, 2019 , 19:25

საქართველოს ბანკის, BOG Fintech -ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი- DataFest Tbilisi 2019 გაიმართება.  DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წამყვანი ყოვე

„სამართლიანი არჩევნები” მმართველ პარტიას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ კანონპროექტს

13 ნოემბერი, 2019 , 15:25

„სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს მმართველ პარტიას და მის დეპუტატებს პარლამენტში, შეასრულონ მათ მიერ საჯაროდ გაცემული დაპირება და მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს 2020 წლის საპარ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

13 ნოემბერი, 2019 , 11:50

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, - შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერ-მინი

საპენსიო სააგენტოს აუდიტის ჩატარების სურვილი სამმა კომპანიამ გამოთქვა

13 ნოემბერი, 2019 , 11:50

საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ჩატარების სურვილს სამი აუდიტორული კომპანია გამოთქვამს. საკონკურსო კომისიის სხდომაზე, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვ

ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო გეოლოგიის მოდერნიზებული ლაბორატორია და წიაღისეულის განახლებული მუზეუმი გაიხსნა

12 ნოემბერი, 2019 , 18:23

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისა და მისი გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, მოდერნიზებული „ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ლაბორატორია“ და განახლებული &bd

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება - N’Uovo გაიხსნა

12 ნოემბერი, 2019 , 16:15

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება – N’Uovo გაიხსნა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მოქანდაკე პრასტომ, ვაჟა მიქაბერიძემ შექმნა. ინსტალაციის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარი