უკან

საზოგადოება

10 აპრილი, 2020 16:06
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „წიგნების თარო” ონლაინ სკოლას ქმნის

საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და კომპანია „წიგნების თაროსთან“ პარტნიორობას იწყებს. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვა, ამიტომ პარტნიორობის ფარგლებში, შეიქმნა არაფორმალური განათლების ონლაინ სკოლა, რომელიც იზოლაციის პერიოდში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უფასო, დამატებით, კლასგარეშე გაკვეთილებს შესთავაზებს.

ახალგაზრდები ბავშვების მომავლისთვის - ასეთია “წიგნების თაროს” ონლაინ სკოლის სლოგანი, რომლის მასწავლებლებიც მაყურებლისთვის საყვარელ სახეებად ქცეული თაროელები, ქვეყნის გამორჩეული ახალგაზრდები არიან.

სკოლაში სასწავლო პროცესი მაქსიმალურად ინტერაქციული და გასართობი იქნება. ბავშვები თამაშების და სხვადასხვა მულტიმედიური საშუალების დახმარებით ისწავლიან როგორც სასკოლო, ისე არასასკოლო საგნებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ბავშვის კომპლექსური განათლებისთვის: ქართული ენა, ინგლისური და გერმანული ენები, განმავითარებელი მათემატიკა, ადამიანი და ჯანმრთელობა, ბუნება, მითოლოგია, საქართველოს ისტორია, მე და საზოგადოება, ხატვა, მუსიკა, ხელოვნების ისტორია და მსოფლიო ლიტერატურა.

სკოლა ფუნქციონირებას 21 აპრილიდან დაიწყებს. გაკვეთილები 15:00-დან 18:00 საათამდე ჩატარდება. ერთი გაკვეთილის ხანგძლივობა იქნება 30 წუთი. ჯგუფებში მოსწავლეების რაოდენობა საგნების სპეციფიკის გათვალისწინებით განისაზღვრება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ერთ, ისე ყველა საგანზე, 10 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით.

ჩვენ გვჯერა, რომ ერთმანეთის გაფრთხილებით და ერთმანეთზე ზრუნვით ამ ურთულეს გამოწვევასაც ღირსეულად დავძლევთ და ერთად შევქმნით მომავალს.

„საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების მხარდაჭერას, რადგან განათლების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. იმისათვის რომ COVID 19-თან ბრძოლის პირობებში კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი მომავალი თაობის განვითარებაზე, შეიქმნა ახალი, უფასო და ყველასათვის ხელმისაწვდომი ონლაინ სკოლა, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება კომპლექსური განათლების მიღებაში. ახლა, ამ პირობებში, მნიშვნელოვანია რომ არ გავჩერდეთ და გვახსოვდეს, რომ ერთად ყველაფერი შესაძლებელია“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

NS

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი