უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 ივლისი, 2022 10:34
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კვარიათში აპარტოტელი - გუმბათი რეზიდენსი შენდება

საქართველოს ბანკი დველოპერული სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და „გუმბათი ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში კვარიათში, ზღვის პირველ ზოლში აპარტოტელი - გუმბათი რეზიდენსი შენდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 5.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერა კი 3.7 მლნ აშშ დოლარს აღწევს.

პროექტი მოიცავს სხვადასხვა ზომის 103 აპარტამენტს, ლაუნჯს და რესტორანს, ფრენბურთის მოედანს, ღია კინოთეატრს, ფიტნესს, ბუნგალოსა და გარე აუზს. ასევე, 2000 კვ.მ-ზე გამწვანებულ ეზოსა და კეთილმოწყობილ სანაპიროს.

„ის რაც პროექტს გამოარჩევს არის მშენებლობის მაღალი სტანდარტი, იდეალური ადგილმდებარეობა, ადმინისტრაციის მომსახურება, კერძო, 2-სართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, გასართობი და სარელაქსაციო ზონები, მთისა და ზღვის პანორამული ხედები, ვინტილირებადი ფასადი და ა.შ. ეს „გუმბათი ჯგუფის“ რიგით მეათე პროექტია და მოხარული ვართ რომ გუმბათი რეზიდენსის პროექტს საქართველოს ბანკთან ერთად ვახორციელებთ“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ლაშა ბალაძემ.

„კომპანია „გუმბათი ჯგუფი“ ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს და მშენებლობის მაღალი სტანდარტების დამსახურებით დღემდე მოწინავე ადგილს იკავებს თავის სფეროში. ეს არის პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო დიდი მასშტაბის მშენებლობა ბათუმში. 22 წლიანი გამოცდილება, აშენებული 500.000 კვ.მ. კომერციული და საცხოვრებელი ფართი, ასევე 2 ოლიმპიური სტანდარტის სტადიონი ძალიან ბევრს ამბობს ამ კომპანიაზე და მოხარული ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი პარტნიორობის ფარგლებში კვარიათს ასეთი აპარტოტელი შეემატება გუმბათი რეზიდენსის სახით. გვინდა კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვოთ კომპანიას და საინტერესო პროექტების განხორციელება“,- აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის ხელმძღვანელი, ნათია ღლონტი.

მიხეილ ჩხენკელი ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

1 ოქტომბერი, 2022 , 12:07

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აჭარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ბათუმის პირველ საჯარო სკოლას ეწვია, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სა

რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მლნ ლარი, ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით 2 წელში უნდა დავასრულოთ გაზიფიცირება; 900 მლნ ლარამდე დაიხარჯება სოფლის მეურნეობასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის - პრემიერი

30 სექტემბერი, 2022 , 15:44

რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მლნ ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით 2 წელში უნდა დავასრულოთ გაზიფიცირება. დღეს თუ არის 90%-ზე მეტი გაზიფიცირებული, ეს პროცენტი კიდევ უფრო უნდ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გუმბათი ჯგუფი“ ბათუმში სასტუმროს ტიპის კომპლექს აშენებს

30 სექტემბერი, 2022 , 11:19

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით „გუმბათი ჯგუფი“ ბათუმში, 14 692 კვ.მ-ზე, 15 სართულიან სასტუმროს ტიპის კომპლექს  აშენებს. აქედან, 1000 კვ.მ-ზე კომერციული

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თითოეულმა მევენახემ სრულად დააბინაოს მიღებული მოსავალი”- ოთარ შამუგია კახეთში რთველის მიმდინარეობას გაეცნო

21 სექტემბერი, 2022 , 11:30

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთში იმყოფებოდა, სადაც რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. „ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თითოეულმა მევენახემ სრულად დააბინაოს მიღებული მოსავალი. სწორედ

ქუთაისში ვახტანგ გომელაური ჩავიდა

20 სექტემბერი, 2022 , 17:51

ქუთაისში, სადაც ბანკში თავდამსხმელია შეჭრილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა. გომელაური უკვე "საქართველოს ბანკის" შენობასთან იმყოფება. შენობასთან მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია, სამედიცინო  

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი“ და ტურისტებისთვის საინტერესო სივრცე გაიხსნება

19 სექტემბერი, 2022 , 10:40

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით გორში „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი“ გაიხსნება. პროექტის მხარდაჭერის მიზნით ბანკის მხრიდან 1 მლნ ლარის მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი