უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

14 ივლისი, 2022 11:35
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლაგოდეხში „მახაშვილების რანჩო“ განვითარებას განაგრძობს

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ლაგოდეხში „მახაშვილების რანჩო“ ფართოვდება. ბანკის მიერ გაცემული 200,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია 3,000 კვ.მ. საჯინიბოს მოწყობას, ცხენების და საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა.

რანჩო ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებთან ახლოსაა განთავსებული და ამჟამად საჯინიბოს, ცხენებისთვის განკუთვნილ საჯირითო სივრცეს და ევროსტანდარტების შესაბამის თავლას აერთიანებს. „მახაშვილების რანჩო“ მომხმარებელს პროფესიონალი გიდების ჩართულობით საცხენოსნო ტურებსაც სთავაზობს.

„ლაგოდეხი ჩემთვის ბავშობაში აქ გატარებულ ლამაზ დღეებთან ასოცირდება. აქ გადმოსვლაც სწორედ აქაური ბუნების, მიწის და მხარის სიყვარულის გამო გადავწყვიტე. აქ გატარებული ყოველი დღე ერთგვარი თავგადასავალია. „მახაშვილების რანჩო“ ის საქმიანობაა, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს და რითაც ვცდილობ, ბუნებასთან ურთიერთობის ბედნიერება და სიყვარული სხვებსაც გავუზიარო“, - ამბობს „მახაშვილების რანჩოს“ ხელმძღვანელი, გივი მახაშვილი.

სამომავლოდ, პროექტი ადგილზე კოტეჯების განთავსებას ითვალისწიებს, სადაც სტუმრები შეძლებენ დარჩნენ და კიდევ უფრო სასიამოვნოდ და კომფორტულად გაატარონ დრო ბუნებასთან და ცხენებთან ერთად. პროექტის ჯამური ღირებულება 5,000,000 ლარს შეადგენს.

„მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში „მახაშვილების რანჩო“ აგრძელებს განვითარებას. აღნიშნული, ერთადერთი მსგავსი ტიპის სივრცეა კახეთის მხარეში, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დამსვენებლებში. მსგავსი პროექტები მნიშნელოვნად უწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს სამომავლო გეგმების განხორციელებაში, ჩვენ კი ვაგრძელებთ ქვეყნის მასშტაბით საინტერესო ბიზნეს პროექტების მხარდაჭერას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსი, გიორგი ბოჩიკაშვილი.

მიხეილ ჩხენკელი ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

1 ოქტომბერი, 2022 , 12:07

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აჭარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ბათუმის პირველ საჯარო სკოლას ეწვია, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სა

რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მლნ ლარი, ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით 2 წელში უნდა დავასრულოთ გაზიფიცირება; 900 მლნ ლარამდე დაიხარჯება სოფლის მეურნეობასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის - პრემიერი

30 სექტემბერი, 2022 , 15:44

რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მლნ ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით 2 წელში უნდა დავასრულოთ გაზიფიცირება. დღეს თუ არის 90%-ზე მეტი გაზიფიცირებული, ეს პროცენტი კიდევ უფრო უნდ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გუმბათი ჯგუფი“ ბათუმში სასტუმროს ტიპის კომპლექს აშენებს

30 სექტემბერი, 2022 , 11:19

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით „გუმბათი ჯგუფი“ ბათუმში, 14 692 კვ.მ-ზე, 15 სართულიან სასტუმროს ტიპის კომპლექს  აშენებს. აქედან, 1000 კვ.მ-ზე კომერციული

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თითოეულმა მევენახემ სრულად დააბინაოს მიღებული მოსავალი”- ოთარ შამუგია კახეთში რთველის მიმდინარეობას გაეცნო

21 სექტემბერი, 2022 , 11:30

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთში იმყოფებოდა, სადაც რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. „ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თითოეულმა მევენახემ სრულად დააბინაოს მიღებული მოსავალი. სწორედ

ქუთაისში ვახტანგ გომელაური ჩავიდა

20 სექტემბერი, 2022 , 17:51

ქუთაისში, სადაც ბანკში თავდამსხმელია შეჭრილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა. გომელაური უკვე "საქართველოს ბანკის" შენობასთან იმყოფება. შენობასთან მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია, სამედიცინო  

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი“ და ტურისტებისთვის საინტერესო სივრცე გაიხსნება

19 სექტემბერი, 2022 , 10:40

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით გორში „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი“ გაიხსნება. პროექტის მხარდაჭერის მიზნით ბანკის მხრიდან 1 მლნ ლარის მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი