უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

24 ნოემბერი, 2021 13:05
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლაგოდეხში სასტუმრო „გალილეო“ გაიხსნა

საქართველოს ბანკი რეგიონში ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ჩართულობით ლაგოდეხში ოთხ სართულიანი სასტუმრო „გალილეო“ გაიხსნა, რომელიც წარმატებით ოპერირებს. 12 ნომრიან სასტუმროს ერთდროულად 40 სტუმრის მიღება შეუძლია, რომელსაც ორ, სამ და ოთხ ადგილიან, კეთილმოწყობილ ნომრებს სთავაზობს.

სასტუმრო დაცული ტერიტორიების მოსაზღვრედ მდებარეობს, რაც იქ მისულ დამსვენებელს აძლევს შესაძლებლობას, ფეხით ეწვიოს ლაგოდეხის ნაკრძალს და სასიამოვნოდ გაატაროს დრო ტყეში. პროექტის ჯამური ღირებულება - 1 500 000 ლარია, ხოლო ბანკის მხრიდან გაცემული ინვესტიცია კი 440 000 ლარს შეადგენს. თანხა სრულად მოხმარდა სასტუმროს მშენებლობის დასრულებას.

„მოხარული ვართ, რომ გვერდით გვიდგას ისეთი ერთგული გულშემატკივარი, როგორიც საქართველოს ბანკია. სწორედ ბანკის მხარდაჭერით წარმატებით ვიღებთ ვიზიტორებს და უკვე გაფართოებასაც ვგეგმავთ. ახალი სასტუმროს მშენებლობისთვის მიწაც შეძენილი გვაქვს. ამ ეტაპზე მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ ღია საცურაო აუზებს, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე არასრულწლოვნებისთვის, ასევე გემრიელ სამზარეულოს და ცოცხალ მუსიკას. სასტუმროს აქვს ლამაზი ვერანდა“- განაცხადა სასტუმრო „გალილეოს“ დირექტორმა, თემური ტეფნაძემ.

„სასიამოვნოა როცა ხედავ, როგორ ფართოვდება და ძლიერდება ბიზნესი. სასტუმრო „გალილეო“ არათუ წარმატებით ოპერირებს, არამედ სამომავლო განვითარებას გეგმავს და ამისათვის უკვე გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. გვჯერა, რომ სწორედ ასეთ პერსპექტიულ ბიზნესებს შეუძლია მდგრადი პროექტების განხორციელება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რეგიონის გაძლიერება. ჩვენ კი ვცდილობთ არ გავჩერდეთ რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიზნესისთვის საჭირო სერვისისა და პროდუქტის შეთავაზებით“,-განცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

კასპში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

3 დეკემბერი, 2021 , 15:33

საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურების მიღებას კასპის მცხოვრებნი საკუთარი ქალაქიდან გაუსვლელად შეძლებენ. 88-ე საზოგადოებრივი ცენტრი კასპში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გახსნა. ახალი ფილიალი მომხმარებელს მრავალფერო

შიდა ქართლში 12 კმ სიგრძის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

3 დეკემბერი, 2021 , 10:16

შიდა ქართლში „საქართველოს მელიორაცია“ 5000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ტაშისკარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. “საქართველოს მ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

28 ნოემბერი, 2021 , 10:54

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 09:54 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ სამი მაგნიტუდა შეადგინა.

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა ბათუმში

26 ნოემბერი, 2021 , 12:06

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა ბათუმში, სადაც დეპუტატები სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობენ. ადგილზე დაცვა და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ "უწყინარი ხსნარი" დაღვა

დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

23 ნოემბერი, 2021 , 13:46

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს განასახლებს. ამის შესახებ დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაცი

ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი მოშიმშილეებს პოლიციის ძალით დაატოვებინეს

17 ნოემბერი, 2021 , 15:50

ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მოშიმშილეები ძალის გამოყენებით გაიყვანეს. დაპირისპირებისას ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა. პოლიციამ საკრებულოს შენობიდან ხელში ატაცებული გაიყვანა ენმ-ის დეპუტატი, ანა წითლიძე. მისი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი