უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

5 აგვისტო, 2020 11:35
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნატახტარში გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა

საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურად მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური რესურსითა და შპს ფუდ ალიანსთან თანამშრომლობით ნატახტარში 10,197 კვ.მ მიწის ფართობზე გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა.

კომპანია მრავალი სახეობის პურს აწარმოებს, მათ შორის ბაგეტებს, კრუასანებს და სხვა. პროდუქტი არის თითქმის მზა მდგომარეობაში და მხოლოდ ღუმელში გამოცხობას საჭიროებს. შპს ფუდ ალიანსის პროექტის მთლიანი ღირებულება 10 მლნ ლარია, საიდანაც ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 6.7 მლნ ლარს შეადგენს. საწარმოს მშენებლობა 2019 წლის მეორე ნახევარში დაიწყო და ერთ წელიწადში დასრულდა. შპს ფუდ ალიანსის პროდუქცია უკვე წარმოდგენილია ჰიპერმარკეტებში (სპარი და კარფური) კომპანია “ფუდ ალიანსი” პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად ორი მიმართულებით გეგმავს. ესაა სასტუმროები და საცალო მარკეტები. კომპანია ორიენტირებულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები სრულად, უფრო მცირე ზომის სასტუმროები კი 50%-ით აითვისოს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთმა, ადგილობრივმა წარმოების კომპანიამ დაიწყო ოპერირება. კომპანია მაღალი ხარისხის პურსა და გაყინულ საკონდიტრო ნაწარმს აწარმოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ პროდუქტი აბსოლუტურად ჯანსაღია. თანაც მის საბოლოო მომზადებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. ჩვენ პარტნიორთან ერთად მოუთმენლად ველოდით როდის გამოჩნდებოდა პროდუქცია დახლებზე და ის უკვე წარმოდგენილია ჰიპერმარკეტების ქსელში. დარწმუნებული ვართ კომპანია დასახული გეგმების წარმატებით განხორციელებას შეძლებს“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.
NS

ახლა აჭარაში ვირუსის მართვაში ჩართულია 8 კლინიკა. გვყავს ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული - თორნიკე რიჟვაძე

21 სექტემბერი, 2020 , 14:55

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის შეხვედრა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრის შემდეგ რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეაჯამ

საჭიროა ბალანსი ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის მხარდაჭერასა და შრომის უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვას შორის - გიორგი გახარია

21 სექტემბერი, 2020 , 14:55

ჭიათურა უმნიშვნელოვანესი ქალაქია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ჭიათურა არის მრეწველობის ფუძე და ეს არ მომხდარა გუშინ და გუშინწინ, ეს მოხდა მაშინ, როდესაც 1879 წელს და მას შემდეგ თითქმის 200 წელი გავიდა, აქ მანგანუმის საბადო აღ

რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს - სახელმწიფოს მიერ ყველა პირობაა შექმნილი, რომ მევენახეებმა ყურძენი ჩააბარონ და ანაზღაურება მიიღონ - ლევან დავითაშვილი

21 სექტემბერი, 2020 , 10:50

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში, საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის ორგანიზაციულ საკითხებს გაეცნო. მინისტრის თქმით, ყურძნის კრეფის პიკური პერი

სამტრედიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანეს

20 სექტემბერი, 2020 , 13:15

სამტრედიაში, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დევი ჭანკოტაძის საარჩევნო ბანერი დააზიანეს. ინფორმაციას პარტიის რაიონული ორგანიზაცია ავრცელებს და აცხადებენ, რომ ბანერი საღებავით არის დასვრილი. ოპო

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა

19 სექტემბერი, 2020 , 16:40

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ცენტრი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ

ქედის რამოდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

19 სექტემბერი, 2020 , 15:40

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულია მდინარეები, წაღებულია ხიდები და დატბორილია საცხოვრებელი სახლები. ამ დრომდე გარესამყაროსთან მოწყვეტილია რამდენიმე ოჯახი.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.