უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 სექტემბერი, 2020 15:40
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „შპს მზა მზარეული“ ფართოვდება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის ჩართულობით მზა კვების საწარმო „შპს მზა მზარეული“ ფართოვდება. პროექტის მხარდასაჭერად საქართველოს ბანკმა 1 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია გამოყო, რომელიც საწარმოს მშენებლობას და ახალი ობიექტის გახსნას მოხმარდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა ჯამურად 1 500 000 ლარს შადგენს. პროექტის ფარგლებში 70 ადამიანი დასაქმდება.

„სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ მცირე თუ საშუალო ბიზნესს საკუთარი საქმიანობის განვითარებასა და გაფართოებაში. „შპს მზა მზარეული“ გამოირჩევა მაღალი ხარისით, რომელზეც კომპანიისათვის მინიჭებული არაერთი სერტიფიკატი მეტყველებს. ჩვენთვის სასიამოვნო და საამაყოა, რომ ბანკის ჩართულობით „შპს მზა მზარეულს“ კიდევ ერთი საწარმო შეემატება, რაც წარმოების გაფართოებას და მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზებას უზრუნველყოფს. საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, წაახალისოს ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, „შპს მზა მზარეული“ მის შვილობილ კომპაიასთან "მზა მზარეულ კეტერინგთან" ერთად ქართული კვების პროდუქტების ბაზარზე 10 წელზე მეტია მუშაობს. „მზა ზარეული“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა ნახევარ ფაბრიკატებსა და მზა პროდუქციის სეგმენტში, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან, როგორიცაა კარფური და ნიკორა, ორი ნაბიჯი, ფრესკო, სპარი, კაფე კოფისტას ქსელი.

„მზა მზარეული“ ყოველ დღიურად თავის პროდუქციას 300 მეტ კვების ობიექტს აწვდის მათ შორის საზოგადოებრივ კვების ობიექტებს, რესტორნებსა და ქითერინგულ კომპანიებს.

კომპანიის მიერ ყოველდღიურად წარმოებული პროდუქცია 150 მეტი სახეობისგან შედგება და თითოეული პროდუქტი დამზადებულია ISO 9001, ISO 22000 და HACCP სტანდარტების ხარისხის სერტიფიკატის შესაბამისად. უფრო მეტიც, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სერტიფიცირებულ ლაბორატორიებთან, რათა გააკონტროლოს პროდუქციის ხარისხი და უსაფრთხოება.
NS

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი