უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

7 ივლისი, 2020 10:40
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს ვივიმ ვენახები გააშენა

“საქართველოს ბანკი” მეღვინეობის მხარდასაჭერად ბიზნესის წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და შპს “ვივის” თანამშრომლობით კახეთში, გურჯაანში, თელავსა და ალავერდში 85 ჰექტარზე ვენახი გაშენდა. მათ შორის ისეთი ჯიშები როგორიცაა: ქისი, კახური მწვანე, საფერავი. კომპანია პროექტის ფარგლებში მომავალ წელს უკვე ელოდება 5-8 ტონამდე მოსავალს. ამის შესახებ “მედიანიუსს” “საქართველოს ბანკიდან” აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტში ბანკის თანამონაწილეობა 4,6 მლნ ლარს შეადგენს.

“კომპანია საერთო ჯამში 125 ჰექტარ ვენახს ფლობს. აღსანიშნავია, რომ შპს „ვივი“ მომავალ წელს ქარხნის მშენებლობასაც გეგმავს. კომპანია კახეთის რეგიონში დასაქმებას უწყობს ხელს. სეზონურ სამუშაოებზე შპს ვივი დაახლოებით 150 ადამიანს ასაქმებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„მოხარული ვართ, რომ შპს „ვივისთან“ თანამშრომლობით მათ ვენახებს დამატებით 85 ჰექტარი შეემატა. ეს მათ მისცემს წარმოების გაზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას. ჩვენ მუდმივად მზად ვართ წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომელიც მიმართულია ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკური დოვლათის შექმნისკენ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და საკუთარ თავს იმ საქმეში, რაც ღვინის სექტორის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“,- განაცხადა “საქართველოს ბანკის” კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ ქოქოსაძემ.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი