უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

6 ივლისი, 2020 17:35
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ხაშმში ღვინის ქარხანა აშენდა

საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, კომპანიის დამფუძნებლების მონაწილეობით სოფელ ხაშმში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღვინის ქარხანა აშენდა.

კომპანია უკვე აწარმოებს ცხრა დასახელების ღვინოს. ესენია: ხაშმის საფერავი, რქაწითელი ქვევრი, მუკუზანი, რქაწითელი, საფერავი, ქინძმარაული, მწვანე ქვევრი, საფერავი ქვევრი, რქაწითელი-მწვანე ქვევრი. ღვინის წარმოების გარდა ბანკის მხარდაჭერით კომპანიამ ასევე ააშენა 5 ნომრიანი სასტუმრო და 150 კაცზე გათვლილი ღვინის ვერანდა. კომპლექსი ჯამში 5,000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.

პროექტი 2019 წელს დაიწყო და 1 წელიწადში დასრულდა. დღეს უკვე კომპანია აქტიურად ახდენს ღვინის რეალიზაციას და სასტუმროც მზად არის სტუმრების დასახვედრად. ბანკის მხრიდან პროექტის ფინანსურმა მხარდაჭერამ 2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიაში ამ ეტაპზე დასაქმებულია 30 ადამიანამდე.

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი წვლილი მიგვიძღვის ქართულ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებზე დაფუძნებულ თანამედროვე კონცეპტუალურ სივრცის შექმნაში. მეღვინეობა "მტევინო" ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მარანიც საგარეჯოს რაიონის, სოფელ ხაშმში, თბილისიდან 40 კმ-ში მდებარეობს. "მტევინო" საუკეთესო ადგილია ღვინისა და ვაზის ტრადიციების გასაცნობად. მოხარული ვართ რომ ამ დროის მანძილზე კომპანიამ უკვე მოიპოვა მომხმარებლის მაღალი ნდობა, რადგან კომპანია უმაღლესი სტანდარტების დაცვით ქმნის ღვინოს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია რომ ღვინის გარდა სასტუმრო „მტევინო“ დამსვენებელს მყუდრო და სასიამოვნო გარემოს სთავაზობს. ოთახებიდან იშლება ულამაზესი ხედები. კომპანია მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ღვინის ტურს, კულინარიულ მასტერკლასს, ღვინის ულამაზეს ვერანდას და ღია კაფეს.

NS

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი