უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

7 დეკემბერი, 2018 12:05
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის განახლებული ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის განახლებული ცენტრი გაიხსნა. ახალი ცენტრი, რომელიც თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე #6-ში მდებარეობს, 1.3 ჰა ფართობზეა გაშლილი და მომხმარებლებს სრულ, მაღალხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. ცენტრი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ულტრა თანამედროვე დანადგარებით და სრულად აკმაყოფილებს დაიმლერის მოთხოვნეს და სტანდარტებს, რომლის ანალოგიც მთელს ამიერკავკასიაში არ არსებობს.

„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. ჩვენ მუდმივად ვქმნით შესაძლებლობებს და სივრცეებს სადაც, კერძოს სექტორს საშუალება აქვს კიდევ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ბიზნესი. Mercedes Benz-ის განახლებული ავტოსალონის და სერვის ცენტრის მშენებლობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჯამში საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით, დაახლოებით 25 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია ამ ეტაპზე 80 ადამიანს ასაქმებს, ცენტრის გახსნის შემდეგ კი, მათი რაოდენობა ეტაპობრივად, 200-მდე გაიზრდება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა.

“ჩემთვის დიდი პატივია Daimler-თან 25 წლიანი წარმატებული თანამშრომლობა და ამასთან ერთად Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის ოფიციალური განახლებული ცენტრის გახსნა. ეს არის ისტორიული დღე მერსედესისთვის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს, იმ კონტრიბუციისთვის, რაც ჩვენს მხადასაჭერად განახორციელა, ეს არის კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის კარგი მაგალითი”,- განაცხადა მაკა ასათიანმა, საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის დამფუძნებელმა.

ინფორმაციისთვის: Mercedes-ის სერვის ცენტრი პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით, რადგან კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც გარემოზე ზრუნვა, ისე თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა. ახლადგახსნილი ცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს Car Bench-ს, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს - ეს არის რობოტი, რომელიც Mercedes Benz-ის რეკომენდაციით დამონტაჟდა და რომელიც ავტომობილის ძარის დეფორმირებულ დეტალებს ჭიმავს და საწყის, ქარხნულ მდგომარეობაში აბრუნებს. ცენტრი დაკომპლექტებულია კვალიფიციური, Mercedes-Benz-ის მიერ სერთიფიცირებული კადრებით, რომლებიც მომხმარებლებს მათთვის საჭირო დახმარებას უმოკლეს დროში აღმოუჩენენ.

NS

III და IV კატეგორიის საწარმოებს 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პირველად უწევთ ფინანსური ანგარიშგების შედგენა - „ნექსია თიეი“

18 მაისი, 2019 , 14:35

“ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის თანახმად, კომპანიები ბრუნვის, აქტივებისა და დასაქმებულების რაოდენობის მიხედვით ოთხ კატეგორიად დაიყო, ხოლო 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ფინან

ჩვენი მთავარი გამოწვევა სიღარიბის დაძლევაა - ნათია თურნავა

18 მაისი, 2019 , 11:25

"ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა. ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ, პირველ რიგში, სიღარიბის დასაძლევად. ამისთვის გვაქვს სამი ძირითადი პრიორიტეტი, რომელზც პრემიერ-მინისტრი

ბიზნეს სერვისების გაციფრულება ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს - ნათია თურნავა

18 მაისი, 2019 , 11:05

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ერთი მხრივ, ვართ სააინვესტიციო პოლიტიკის შემმუშავებლები და კოორდინატორები, მეორე მხრივ კი, სერვისების მიმწოდებლები ბიზნესისთვის. ამ მხრივ, ეკონომიკის სამინისტროს საკმაოდ დ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის - დოლარი - 2.7424 ლარი, ევრო - 3.0630, ფუნტი - 3.4979

17 მაისი, 2019 , 17:12

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7424 ლარი ეღირება, ევრო – 3.0630, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4979 ლარი. დღეს, 16 მაისს ე

„თიბისი კაპიტალი“ საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის შესახებ მომზადებულ კვლევას ანახლებს

16 მაისი, 2019 , 19:52

„თიბისი კაპიტალი“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევას ანახლებს. 2019 წლის პირველი კვარტლის ტრანზაქციების მონაცემებით. ახალი საკრედიტო რეგულაციების ფონზე, კვლევის განახლება სექტორის მსხვილი მონაწილეებ

კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ყაზახეთის ცენტრალური ბანკის მრგვალი მაგიდის დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა

16 მაისი, 2019 , 18:57

16 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ქალაქ ნურ-სულტანში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ყაზახეთის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით გამართულ რეგიონულ ღონისძიებაში - ''ინკლუზიური ზრდის პოლიტიკა"